x
image
klopka
როგორ დავიცვათ თავი ჰაკერების კიბერშეტევისგან?
imageთავდაცვის რვა მეთოდი?

1) დააყენეთ ანტივირუსი, ანტიჯაშუშური პროგრამა და ცეცხლოვანი კედელი (firewall). რეგულარულად განაახლეთ ოპერაციული სისტემა და პროგრამები.

2) სიფრთხილით მოეკიდეთ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ბმულებს, იმეილებს და სწრაფ შეტყობინებებს, თუნდაც მეგობრებისგან გამოგზავნილს, მით უმეტეს მაშინ, თუ წერილს "დაუპატიჟებელი სტუმარი" გიგზავნით და პირად ინფორმაციას ან პაროლს გთხოვთ.

3) არ გადმოწეროთ და არ გააქტიუროდ პროგრამები უცნობი ვებ-გვერდებიდან.


4) აირჩიეთ სულ მცირე რვანიშნიანი პაროლი, რომელშიც ციფრებიც იქნება და სიმბოლოებიც. რეგულარულად ცვალეთ პაროლი. ნუ გამოიყენებთ ერთი და იგივეს სხვადასხვა ვებ-გვერდებისთვის.

5) საქმიანი ურთიერთობები მხოლოდ სანდო კომპანიებთან აწარმოეთ და ისარგებლედ უსაფრთხო კავშირებით.

6) არ გასცეთ კონფედენციალური ინფორმაცია, მაგალითად ინფორმაცია თქვენს საბანკო ანგარიშზე, როცა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სარგებლობთ დაუცველი უსადენო ლოკალური ქსელით (wi-fi).

7) თუ არ იყენებთ კომპიუტერს, გამორთეთ!!!

8) სისტემატიურად გააკეთედ ფაილების სარეზერვო ასლები და შეინახეთ უსაფრთხო ადგილას.

გაითვალისწინეთ: უსაფრთხო ვებ-გვერდებს ვებ-ბრაუზერში აქვს დამცავი სიმბოლო "https://, რომელიც ჩნდება მისამართის ზოლში. სიმბოლო "s" ნიშნავს უსაფრთხოებას.

4
135
6-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
135
  
2012, 29 ივნისი, 13:21
ავასტი და გუგლ ქრომი საკმარისია უსაფრთხო "სერფინგისთვის" ნეტში.
2012, 26 ივნისი, 19:37
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2012, 17 ივნისი, 20:35
:D:D რასაც ჰქვია ჰაკერი, თუ დასჭირდა აქ ჩამოთვლილი დაცვის ხერხები ვერ გიშველის :D:D:D
0 1 4