საზოგადოება ალბათ, ყველას გახსოვთ მოხუცი როუზი -დან. აი, როგორი იყო ის ახალგაზრდობაში 2017, 27 სექტემბერი, 12:27 "ტიტანიკი" - ეს არის ამერიკელი რეჟისორის ჯეიმს კემერონის ლეგენდარული ფილმი, რომელმაც ერთ დროს დაიპყრო მილიონობით ადამიანის გული და დამსახურებულად მიიღო 11 "ოსკარი" 1998 წელს. ჯეკისა და როუზის ისტორიას თვალს ადევნებდა ყველა ჩვენთაგანი. მათ სიყვარულს წინ აღუდგა სოციალური უთანასწორობა, აკრძალვები, აისბერგი და ლაინერი, რომელმაც პირველი და უკანასკნელი მარშუტი გაიარა ატლანტიკის ოკეანეში. ფილმმა კიდევ ერთი აღმოჩენა მოახდინა - მსახიობი, რომელმაც შეასრულა მოხუცი როუზის როლი. მოხუცი, მაგრამ საოცრად ფაქიზი, სათუთი ბებია მეტყველი ოკეანისფერი თვალებით. ეს იყო გლორია სტუარტი, რომელიც თავისი შესრულებისთვის იყო ნომინირებული ოქროს გლობუსზე და ოსკარზე და ამერიკული კინოაკადემიის ყველაზე ხანდაზმული მსახიობი გახდა. ცოტას თუ ახსოვს, როგორი მსახიობი იყო ის ახალგაზრდობაში. ეჭვიც არ მეპარება, რომ ბევრს სურს იხილოს ის უკეთესს ფორმაში, ვიდრე ტიტანიკშია. ფილმის შემდეგ მსახიობმა 10 წელი იცოცხლა და გარდაიცვალა 100 წლის ასაკში. მისი ყველაზე კარგი როლი ჰოლივუდური პერიოდის იყო - -ფლორა კრეინი 1933 წლის ფილმში "უხილავი ადამიანი". მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გლორია სტუარტმა თეატრის სცენაზე გადაინაცვლა. "მე შევწყვიტე ფილმებში გადაღება 1939 წელს, რადგან მეზიზღებოდა ჩემი როლები - გოგონა-დეტექტივი, გოგონა-რეპორტიორი, შირლი ტემპლის მეგობარი გოგონა"- ამბობდა ის. დადგა 30 წლიანი შესვენება სამსახიობო კარიერაში.გლორია ცოლად გაჰყვა სცენარისტს - არტურ შიკმანს.გააჩინა გოგონა, დაიწყო მუშაობა ავეჯის მაღაზიაში. ომის შემდეგ ის გადავიდა რაპალოში - იტალიის რივიერაზე. იქ მას გაეღვიძა ფერწერის ნიჭი. პირველი მისი სამხატვრო გამოფენა გაიმართა ნიუ იორკის პრესტიჟულ გალერეაში - ჰამერში.შემდეგ კი გლორიას ნამუშევრების ჩვენება ხდებოდა ყველგან ამერიკასა და ევროპაში.მართალს ამბობენ "ნიჭიერი ადამიანი ყველაფერში ნიჭიერია". ზუსტად ის ფილმში "ტიტანიკი", თავისი მსუბუქი და სასიამოვნო ხმით ყვება სიყვარულის ისტორიას, რაც მის გმირს გადახდა ახალგაზრდობაში.ეს იყო მთელი ცხოვრება, რომელიც ჩაეტია აპრილის რამდენიმე დღეში. მთელი თავისი 70 წლიანი სამსახიობო კარიერის განმავლობაში, მსახიობმა შეძლო ეთამაშა 80 სურათში. "რომაული სკანდალები", "ზვიგენთა კუნძულის პატიმარი", "თეთრი, პატარა, მდიდიარი გოგონა", "სამი მუშკეტერი", "უოლტონი", "ველური კატები", "ანგელოზის შეხება"- ეს ის წარმატებული ფილმებია, რომელშიც გლორია თამაშობს. ის კიდევ ბევრ ფილმში გამოჩნდებოდა, უარი რომ არ ეთქვა ბევრ როლზე. ეს ქალი შერჩევით უდგებოდა სამუშაოს, იცოდა როგორ უნდა ეცხოვრა საკუთარი თავისთვის, მოესმინა საკუთარი სურვილებისთვის - ეს ბევრს არ შეუძლია. დასასრული ... 261 2-ს მოსწონს
|