სისხლის სამართალი რუსეთში დააკავეს კანიბალების ოჯახი,რომლებმაც 30 ადამიანი მოკლეს და შეჭამეს(+14) 2017, 25 სექტემბერი, 14:26 კრასნოდარის მხარეში დააკავეს კაციჭამიების ოჯახი, წინასწარი მონაცემებით ისინი 1999 წლიდან ნადირობდნენ ადამიანებზე.
რუსეთის ფედერაციის საგამომძიებლო კომიტეტმა დაადასტურა ეს ფაქტი.რამდენიმე დღის წინ პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მათი მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა 7-იდან 30 ადამიანამდე მერყებდეს და ცოლ-ქმარი არა მარტო კლავდნენ მსხვერპლს, არამედ ანაწევრებდნენ და მისგან კონსერვებს ამზადებდნენ. ჯერჯერობით სამართალდამცავებმა მხოლოდ 7 გვამს მიაგნეს.აღსანიშნავია, რომ საქმე სრულიად შემთხვევით გაიხსნა.ყუბანში ასფალტის დაგების დროს მუშებმა იპოვეს მობილური ტელეფონი სადაც საზარელი ფოტოები იყო განთავსებული. სურათებზე ქალი და კაცი დანაწვერებულ გვამებთან პოზირებდნენ.მეასფალტეებმა გაჯეტი პოლიციას ჩააბარეს, შესაბამისად სამართალდამცავებმა მალევე მიაგნეს ეჭვმიტანილებს. წინასწარი მონაცემებით კაციჭამიების მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა 30-მდე გაიზარდოს.ცოლ-ქმრის სახლის ჩხრეკის დროს ჯერჯერობით დანაწევრებული გვამებით სავსე 5 პაკეტს მიაგნეს, არსებობს ვარაუდი, რომ ისინი კონსერვებს ამზადებდნენ. ისიც გაირკვა, რომ ბრალდებულები, 35 წლის დიმიტრი.ბ(ბინებს არემონტებდა) და მისი მეუღლე ნატალია, რომელიც ერთ-ერთ ადგილობრივ სასწავლებელში მედდად მუშაობდა, ჯერ კიდევ 1999 წლიდან იტაცებდნენ, კლავდნენ და შემდეგ ჭამდნენ ადამიანებს.ტრადიციულად ეთილის და კორვალოლის ნაზავით თიშავდნენ მსხვერპლს, შემდეგ კი იტაცებდნენ. ჯერჯერობით სამართალდამცავებმა ბრალდებულებს მხოლოდ ერთი მკვლელობა დაუმტკიცეს, გამოძიება გრძელდება. 231 8-ს მოსწონს
|