x
image
ალექსანდრე ლექსო
სამი ყველაზე ეფექტური ვარჯიში ხანშიშესულთათვის
ჩვენი ორგანიზმი, თუკი სათანადო პირობებს შევუქმნით, თვითრეგულირებადი, თავისაღმდგენელი სისტემაა.

ფიზიკური ვარჯიშების რეგულარული შესრულებისას ადამიანები ტკივილს ნაკლებად განიცდიან: კუნთები საქმეში ერთვებიან, აღდგება ქსოვილების მიკროცირკულაცია, ქრება შეშუპება და ანთება.


image


ვარჯიში 1: აზიდვა იატაკიდან ფიზიკურად ძლიერი ადამიანებისთვისაა, ხოლო აზიდვა სკამიდან, მაგიდიდან ან კედლიდან ყველას შეუძლია, ქალებსაც კი!



ამ ვარჯიშის საშუალებით ჩვენ განვტვირთავთ ზედა კიდურებს, ვაუმჯობესებთ სისიხლის მიმოქცევას ტვინისაკენ და ვამცირებთ დატვირთვას გულსა და ფილტვებზე.


თუ თქვენ გიჭირთ აზიდვა იატაკიდან, მაშინ შეგიძლიათ, ეს გააკეთოთ, მაგალითად, მაგიდასთან. დაეყრდენით მაგიდას, სხეული სწორად გეჭიროთ, ხელები იდაყვებშია მოხრილი, ამოისუნთქეთ და ხელები გამართეთ. დასაწყისში გააკეთეთ რამდენსაც შეძლებთ, შემდეგში კი შგიძლიათ აზიდვების რაოდენობა 50–მდე გაზარდოთ.

ვარჯიში 2: ქვედა კიდურების სარტყელისათვის. ეს არის გამართული წელით ჩაჯდომა, როცა უძრავ საყრდენს ვეყრდნობით. მაგალითად, მივიდეთ ღია კართან, დავდგეთ პირით კარისაკენ, ორივე ხელი ჩავჭიდოთ სახელურებს. ფეხები მხრების სიგანეზე, ჩასუნთქვისას ჩავჯდეთ, ამოსუნთქვისას ავდგეთ, წელი სწორად უნდა გვეჭიროს.

ვარჯიში ერთ მისვლაზე 5–10–ჯერ გავიმეოროთ. შეგვიძლია გავზარდოთ 50 ჩაჯდომამდე.

ვარჯიში კარგია თრომბოფლებიტის პროფილაქტიკისათვის, დაღლილობის მოსახსნელად.


ვარჯიში 3: განკუთვნილია სხეულის შუა ნაწილისა და ხერხემლისათვის. აქ განლაგებულია შინაგანი ორგანოები – ნაწლავები, ნაღვლის ბუშტი, თირკმელი, ღვიძლი, ელენთა.


დაწექით ზურგით იატაკზე და ხელებით მოეჭიდეთ უძრავ საყრდენს. ასწიეთ ფეხები 90 ° გრადუსით ან ოდნავ მეტით და შემდეგ დაუშვით. ვარჯიში გავაკეთოთ 5-10 გამეორებით ერთ მიდგომაზე. ეს არის მინიმუმი, და როდესაც თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენ შგიძლიათ 15 და 20 გამეორებაც, ესეიგი თქვენ სწორ გზაზე დგახართ.


image


აზიდვები სასარგებლოა თავის ტვინისათვის, ვერიკოზის საწინააღმდეგოდ, მესამე ვარჯიში კარგია შინაგანი ორგნოებისათვის.


ვარჯიშები უნდა გავაკეთოთ სულ მცირე კვირაში სამჯერ მაინც. კარგია ყოველდღიური შესრულება. ოთახში ვარჯიშისას ღია უნდა იყოს ფანჯარა.


სასურველია ამის გაკეთება დილით, ძილის შემდეგ და საუზმემდე.





0
243
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0