საზოგადოება ადამიანი 2017, 24 სექტემბერი, 11:00 გამუდმებით ვფიქრობდი, თუ რატომ მოვევლინეთ ქვეყანას?! რატომ ბუდობდა ჩვენთან სიკვდილი?! გამოცდილებით თუ ამოკითხული ფრაზებით ვცდილობდი ამომეცნო და განმარტება მიმეცა, თუმცა ყოველი დღე, წამი მარწმუნებდა, რომ შეუძლებელს, სიღრმისეულს ვეძებდი და იმედგაცრუებული საწყისებს ვუბრუნდებოდი. თუმცა ერთ დღეს, როდესაც სიკვდილს შევეჯახე მითხრა, რომ გამეცლებოდა. სანაცვლოდ ჩემს ადამიანობას, სულს მორალს და ღირებულებებს მთხოვდა. დავფიქრდი. ხო! დავფიქრდი და მივხვდი, რომ მატყუებდა, რადგან მათ გარეშე ყოფნა, ხომ ისედაც გარდაცვალებას ნიშნავდა. უარი ვთქვი მის შემოთავაზებაზე და დიდხანს ვიცოცხლე, როგორც ადამიანმა. 51 8-ს მოსწონს
|