ტექნოლოგიური სიახლეები ახალი iOS 11 - Apple-ის გიგანტური ნაბიჯი 2017, 24 სექტემბერი, 0:24 ![]() რამდენიმე დღეა, აიპედებსა და აიფონებში ახალი iOS 11 გამოჩნდა. მისი დაყენება მარტივად შეგიძლიათ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ინსტალაციას ერთი საათი მაინც სჭირდება. ![]() iOS 11 აიფონებსა და აიპედებს უფრო ჭკვიანს ხდის, მათ უკვე შეუძლიათ, ისწავლონ თქვენგან. შეუძლიათ, დაგეხმარონ და არიან უფრო ძლიერები, ვიდრე ოდესმე. ვნახოთ, რა სიახლეებია ახალ პროგრამაში. ✔ ლაივ სურათები სურათების ლაივში გადაღების ფუნქცია აიფონს ადრეც ჰქონდა, მაგრამ iOS 11-ში ის გაცილებით დახვეწილია. შეგიძლიათ, გადაიღოთ კრეატიული, შთამბეჭდავი და სახალისო ფოტოები და დაადოთ ახალი ეფექტები. ![]() ✔ კამერა დამატებულია ახალი ფილტრები, რომლებიც პროფესიონალი ფოტოგრაფების გადაღებული ფოტოებით არის შთაგონებული. პორტრეტები უფრო შთამბეჭდავი გამოდის, კანის ფერი კი უფრო ბუნებრივი ჩანს. ![]() ✔ განახლებული App Store App Store განახლდა და დიზაინიც შეიცვალა იმისთვის, რომ გაგიმარტივდეთ საჭირო აპლიკაციებისა და თამაშების პოვნა. ![]() ✔ წერილები ახლა უფრო სასიამოვნოა წერილების გაგზავნა, ვიდრე ოდესმე. წერილების განყოფილებას დამატებული აქვს სტიკერები, სხვადასხვა ეფექტები და ონლაინ თამაშებიც იმისთვის, რომ მეგობრებთან ერთად იხალისოთ. ![]() ✔ მუსიკა უკვე მეგობრებსაც შეუძლიათ, დაგეხმარონ მუსიკის შერჩევაში. თითოეულ თქვენგანს შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი პროფილი Apple Music-ზე, სადაც საშუალება გექნებათ, ნახოთ რას უსმენენ თქვენი მეგობრები. ეს ერთგავარი სოციალური ქსელივით იქნება, ოღონდ მხოლოდ მუსიკის კუთხით. ![]() ✔ კონტროლის ცენტრი კონტროლის ცენტრს ახლა უფრო მეტი ფუნქცია აქვს. უკვე უფრო მალე შეგიძლიათ ჩართოთ მობილური ინტერნეტი, აიფონის ფანრის სიკაშკაშის კონტროლიც კი შეგიძლიათ. სურვილისამებრ შესაძლებელია, კონტროლის ცენტრს დაამატოთ სხვა ფუნქციებიც. ![]() ✔ ლოქ სქრინი iOS 11-ს ლოქ სქრინიც გაუმჯობესებული აქვს. უკვე ლოქ სქრინზე შეგიძლიათ ყველა შეტყბინების ნახვა ნებისმიერ დროს ზედა ფანჯრის ჩამოშლით. ![]() ✔ არ შემაწუხოთ როცა მანქანას ატარებთ, უბრალოდ, ატარეთ. აიფონს დაემატა ფუნქცია, რომელიც გიცავთ ტარების დროს ზარებისგან და წერილებისგან. პირს, რომელსაც თქვენთან დაკავშირება სურს, უბრალოდ, ავტომატურად მიუვა შეტყობინება, რომ საჭესთან ხართ. ![]() ✔ რუკები სადაც არ უნდა მიდიოდეთ, სათავგადასავლო მოგზაურობაში თუ საშოპინგოდ, რუკა მგზავრობას უფრო სწორად დაგიგეგმავთ, ვიდრე აქამდე შეეძლო. ის გაუმჯობესებულია, დამატებულია ახალი ობიექტებიც და უფრო სანდოა. ![]() ✔ სწრაფი კლავიატურა კლავიატურას მარცხნივ დაემატა პატარა ისარი, რომლითაც შეგიძლიათ, ძალიან სწრაფად, თითის ერთი დადებით დაბრუნდეთ უკან. ![]() ისიამოვნეთ ახალი iOS 11-ით ! –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ: 1. 12 ცნობილი ბრენდის ლოგოს ცვლილება ![]() 2. 16 უცნაური იაპონური გამოგონება ![]() 103 3-ს მოსწონს
|