სხვა მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი არმიები 2017, 23 სექტემბერი, 23:53 ვის ჰყავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია? ამის ზუსტი გაგება მხოლოდ ომის შემთხვევაში შეიძლება. რაც რა თქმა უნდა, არასასურველია. სპეციალისტებმა შექმნეს სამხედრო ძალის გლობალური ინდექსი, რომელიც შეიცავს 50–ზე მეტ ფაქტორს, მათ შორის სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის რაოდენობას, სამხედრო ბიუჯეტს და სხვა.
მაშ ასე, ვნახოთ ვინ შევიდა ათეულში
თურქეთი ბიუჯეტი: $18, 2 მილიარდი ადამიანური რესურსები: 41, 6 მილიონი ბრონირებული მანქანები: 3, 778 ავიაცია: 1, 020 წყალქვეშა ნავები: 13 თურქეთის არმია აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთერთი უდიდესია. მიუხედავად ავიამზიდების არქონისა, წყალქვეშა ნავების რაოდენობით ხუთეულში შედის, ძლიერი საჰაერო ფლოტი და დიდი სატანკო პარკი ყავს. დიდი ბრიტანეთი ბიუჯეტი: $60, 5 მილიარდი ადამიანური რესურსები: 29, 2 მილიონი ბრონირებული მანქანები: 407 ავიაცია: 936 წყალქვეშა ნავები: 10 მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთი აპირებს შეიარაღებული ძალების შემცირებას 2010–2018 წლებში, ის მაინც რჩება სამხედრო თვალსაზრისით ერთერთ უძლიერეს ქვეყანად. 2020 წლისთვის სამეფო საზღვაო ფლოტი ახალი ავიამზიდით – Queen Elizabeth – ით შეივსება, რომლის ასაფრენი ზოლი თითქმის 2 ჰექტარს უტოლდება. იტალია ბიუჯეტი: $34 მილიარდი ადამიანური რესურსები: 3, 2 მილიონი ბრონირებული მანქანები: 586 ავიაცია: 760 წყალქვეშა ნავები: 6 სამხრეთ კორეა ბიუჯეტი: $62, 3 მილიარდი ადამიანური რესურსები: 25, 6 მილიონი ბრონირებული მანქანები: 2, 381 ავიაცია: 1, 412 წყალქვეშა ნავები: 13 აგრესიულმა ჩრდილოეთ კორეამ აიძულა სამხრეთ კორეა მუდმივად ზარდოს თავისი სამხედრო ძალები. საფრანგეთი ბიუჯეტი: $43 მილიარდი ადამიანური რესურსები: 28, 8 მილიონი ბრონირებული მანქანები: 423 ავიაცია: 1, 264 წყალქვეშა ნავები: 10 ინდოეთი ბიუჯეტი: $50 მილიარდი ადამიანური რესურსები: 615 მილიონი ბრონირებული მანქანები: 6, 464 ავიაცია: 1, 905 წყალქვეშა ნავები: 15 ინდოეთი სამხედროების რაოდენობით მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთს ჩამორჩება, მას აქვს აგრეთვე ატომური იარაღი. იაპონია ბიუჯეტი: $41, 6 მილიარდი ადამიანური რესურსები: 53, 6 მილიონი ბრონირებული მანქანები: 678 ავიაცია: 1, 613 წყალქვეშა ნავები: 16 იაპონიის არმიას საუკეთესო ტექნიკური აღჭურვილობა აქვს. ჩინეთთან და რუსეთთან ტერიტორიული პრობლემების გამო ქვეყანა შემდეგშიც აპირებს გააძლიეროს სამხედრო ძალები. ჩინეთი ბიუჯეტი: $216 მილიარდი ადამიანური რესურსები: 749 მილიონი ბრონირებული მანქანები:9, 150 ავიაცია: 2, 869 წყალქვეშა ნავები: 67 ჩინური არმიის სიძლიერე როგორც რაოდენობრივად ისე ხარისხის თვალსაზრისით განუხრელად იზრდება ბოლო რამდენიმე ათწლეულების განმავლობაში. ჩინეთს ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს, მეორე ადგილზეა რუსეთის შემდეგ ტანკების რაოდენობით და წყალქვეშა ფლოტით მხოლოდ ამერიკას ჩამორჩება. ჩინეთმა წარმატებებს მიაღწია ბალისტიკური რაკეტებისა და მეხუთე თაობის თვითმფრინავების მოდერნიზაციის მიმართულებით. რუსეთი ბიუჯეტი: $84, 5 მილიარდი ადამიანური რესურსები: 69, 1 მილიონი ბრონირებული მანქანები:15, 398 ავიაცია: 3, 429 წყალქვეშა ნავები: 55 რუსეთის შეიარაღებული ძალები პირველ ადგილზეა ტანკების რაოდენობით, მეორე ადგილზეა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების რაოდენობით და მესამე ადგილზეა წყალქვეშა ნავების რაოდენობით. 2008 წლიდან კრემლის სამხედრო ხარჯები მესამედით გაიზარდა და შემდგომი სამი წლის განმავლობაში კიდევ 44% –ით გაიზრდება. რუსეთმა თავისი ძალა სირიის კონფლიქტში ჩარევითაც აჩვენა. აშშ ბიუჯეტი: $601 მილიარდი ადამიანური რესურსები: 145 მილიონი ბრონირებული მანქანები:8, 848 ავიაცია: 13, 892 წყალქვეშა ნავები: 72 ამერიკა თავდაცვაზე ხარჯავს ყველაზე მეტს– 601 მილიარდ დოლარს, რაც წინა ცხრა ქვეყნის დანახარჯების ჯამზე მეტია. ამერიკას ყველაზე მეტი 10 ავიამზიდი ჰყავს, პირველ ადგილზეა თვითმფრინავების რაოდენობით, მეწინავე ტექნოლოგიებით, დიდი რაოდენობის კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცებით. ამას გარდა ყველაზე დიდი ატომური არსენალი გააჩნია. 209 2-ს მოსწონს
|