x
image
ellen murani
ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს

image


-დედა!
- გისმენ შვილო.
- დედა, არ დამტოვო მჭირდები!
- საკუთარ თავს დავტოვებ და შენ არ დაგტოვებ.
- დედა, გული მტკივა.
- რატომ, შვილო?
- ბავშვობაში, რომ გტკენდი გულს.
- მე გულისტკენაც მიყვარს შენი. შენი აალებული სახე, ყვირილი, ჩხუბი და გაბუტებაც, შვილო. მე შენ მიყვარხარ. შენ ჩემი სხეულის ნაწილი ხარ..
- დედა, მაპატიე! გთხოვ, დედა!
- ნუ ტირი, შვილო. ნუ! მე შენთან ვარ.
- დედა, დასატოველბლად მენანები, მარტო დასატოვბლად არ მინდიხარ. მეშინია უშენობის, მეშინია, დე! მეშინია.
- ხომ ხედავ ერთად ვათევთ უსასრულო ღამეებს?! ხომ ხედავ ყოველ ღამე გულზე გიკრავ და გეფერები აჩეჩილ თმაზე?!
- რამდენი დღე გავიდა, დე?
- ბევრი.
- არ გეძინება?
- არა, შვილო.
- რატომ, დე?
- მინდა ყველა შენი წუთი, ყველა შენი წამი, ჩემი იყოს.
- გტანჯავ, დე.
- არა შვილო! მე ის მიხარია შენს სუნთქვას, რომ ვგრძნობ. შენ ამოსუნთქულ ჰარეს, მე ვისუნთქავ. შენი ღამის შფოთვებს ვისმენ და ღმერთს ვთხოვ ყოვლღამე, რომ კიდევ დიდხანს მასმენინოს.
- დე, ხომ იცი, რომ ეს შეუძლბელია. ცოტაც და ყველაფერი დამთავრდება.
- არა! არაფერიც არ დამთავრდება. არ მივცემ განგებას მაგის უფლებას, რომ დასასრულმა გაგვწყვიტოს. მე მიყვარს ღამის თენება, მიყვარს შენი სუნი, შენი ხმა, შენი ხელები თმები შვილო. როგორ ვიგრძნობ მის დამთავრებით შვებას?! მერე ხომ მეც დავმთავრდები.
- დედა, როგორ გტკიოდა ყველაფერი როცა მაჩენდი?!
- ახლა ათმაგად მტკივა გული, რომ გისმენ.
- დედა, წეღან არ მიპასუხე, რამდენი დღეა არ გვძინებია?
- 25 დღე შვილო.
- დაიძინე, დე!
- არა! არავითარ შემთხვევაში.
- დე, მშია. შენ არ გშია?
- არა, შვილო, რა მოგიმზადო?
- კვერხცი შემიწვი, როგორც სკოლაში გაშვების წინ მიწვავდი.
- კარგი, შვილო, ახლავე.
.................
- ჩასძინებია. - შვილო, გაიღვიძე. არა! არა! ღმერთო გამწირე? ღმერთო მომკალი? ვიკივლო? ვის გავაგონო. ვის?! ჩემი შვილი აღარ სუნთქავს. ჩემი შვილი აღარ ფეთქავს. ვის ვუყვირო? ვის გავაგონო? ვინ დაითმენს ამდენს?! არავითარ შემთვევაში არ შეგაციებ შვილო, ჩაგეხუტები, გაგათბობ აუცილებლად, როგორ ბავშობაში გათბობდი, როგროც პატარას შეციებულს ხელებს ვიხუტებდი გულში. გაგათბობ შვილო, გაგათბობ არ შეგეშინდეს. ჩვენ სამუდამოდ ერთად ვიქნებით, ჩვენ უფალიც ვერ დაგავაშრებს. ჩვენ ერთად ვიქნებით.
სამი დღის შემდეგ, დედა- შვილი კვლავ გვერდით იწვნენ. ყვავილებით მორთულ მინდორზე.
ასეთია დედა-შვილობის ფენომენი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ხსნის.

2
77
7-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
77
  
2017, 23 სექტემბერი, 14:20
მადლობა :)
2017, 23 სექტემბერი, 13:53
მომეწონა...
0 1 2