საზოგადოება ჩვენი ქვეყანა 2017, 22 სექტემბერი, 16:52 ჩვენ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. მისი მთა და ბარი. ქალაქები და სოფლები. ცა და მისი მიწა. გვიყვარს ქვეყანა, სადაც მიწად ქცევა გვინდა. მინდვრები, მთები, ბარი, ზღვა ღმერთმა მოგვცა და ჩვენ ის გვიყვარს. გვიყვარს სიტყვით, და მოფერებით, ტრაბახით და მოჩვენებით, მხოლოდ სიტყვით, მხოლოდ სადღეგრძელოში და ხვასთან კამათში. გვიყვარს ისე, როგორც მითების სამყაროში ღმერთებს უყვარდა ხალხი, მზე და მთა. საამაყო წარსულში ქვეყნის სიყვარული არსებობდა ხმალში, სისხლში და მტრის შემოსევაში. ძალაში, რომელსაც ვერცერთი ქართველი ვერ გაუძლებდა სიყვარულის გარეშე. სწორედ იმ სიყვარულმა მოგვიტნა ქართველებს ერთიანი საქართველო. თავისი ზღვით, მინდვრით და ბარით. დღევანდელობაში, როგორც კი ჭკუა გახდა საჭირო დავიქსაქსეთ, ჩავიკეტეთ სახლებში და მხსნელის მოლოდინში გავლიეთ ქვეყანა, ცხოვრება და შვილების მომავალი.თითოეული ახალი სახე მესია გვგონია და არ ვუფიქრდებით, რომ ჩვენვე ვართ მხსნელები საკუთარი თვის და ქვეყნისა. ქართველი ერთ ძალად, ერთ ჭკუად, ერთ სულად აღარ არსებულა რამდენიმე საუკუნის მანძილზე. არამიწიერი უნარი გვაქვს ადამიანების გაღმერთების და მოფერების. უკეთესი ხვალინდელი დღის მოლოდინით ვაძლევთ ჩვენ სახლს, კარს, შვილებს, მათ მომავალს და ჩვენ სულებს. ვყიდით დედას, მამას დას, ძმას, ჩვენ მიწას და ვისზე?! 58 6-ს მოსწონს
|