მსოფლიო ფლორიან ფილიპო აცხადებს, რომ ტოვებს,, ეროვნულ ფრონტს,, -მარი ლე პენის პარტიის რიგებს ტოვებენ 2017, 21 სექტემბერი, 13:06 ფლორიან ფილიპო, გუშინ ვიცე -პრეზიდენტის რანგში ჩამოაქვეითეს, ვინაიდან მან უარი განაცხადა დაეტოვებინა საკუთარი ასოციაცია :“ პატრიოტები“. მან დილით საზოგადოებას სატელევიზიო არხ: “ ფრანს 2-ის“ მეშვეობით ოფიციალურად განუცხადა “ეროვნული ფრონტის“ რიგების დატოვების თაობაზე. “მითხრეს, რომ უმაქნისი ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი, არაფრის ვიცე-პრეზიდენტი. მისმინეთ, მე არ მაქვს დაცინვის სურვილი, მე არასდროს მქონია უსაქმოდ ყოფნის სურვილი. მაშასადამე, რაღა თქმა უნდა, ვტოვებ “ეროვნულ ფრონტს“- განაცხადა კაცმა, რომელიც ამ დრომდე ლე პენის მარჯვენა ხელად ითვლებოდა. ფილიპოსთან დაახლოებულმა პირმა, სოფი მონტელმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო: “ მეც ვუგზავნი დღეს ჩემი წასვლის მაუწყებელ ოფიციალურ წერილს ქალბატონ ლე პენს“. 44 4-ს მოსწონს
|