x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
51 წლის ჰოლი ბერიმ 16 წლით უმცროსი საყვარელი გაიჩინა
imageორი წლის წინ ჰოლივუდის ვარსკვლავი ქმარს, ფრანგ მსახიობს ოლივერ მარტინესს გაშორდა.ამის შემდეგ მსახიობი მარტო იყო.


ახლახან კი ჰოლი ბერიმ რომანი გააჩაღა მამაკაცთან, რომელიც მასზე 16 წლით უმცროსია.ამერიკელი მსახიობის რჩეული გახდა ბრიტანელი ჰიპ-ჰოპ პროდიუსერი, 35 წლის ალექსანდრე გრანდი, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით ალექს და კიდი.


როგორც ჰოლივუდის ლამაზმანის ახლო მეგობრებმა განაცხადეს, ჰოლი და გრანდი ორი თვეა ხვდებიან ერთმანეთს, როგორც ცნობილი გახდა, საერთო მეგობრების წყალობით გაიცნეს ერთმანეთი.


ახლახან "ინსტაგრამზე" ჰოლი ბერიმ ფოტო დადო თავის ახალ შეყვარებულთან ერთად წარწერით:"ჩემი ბალანსი".იგივე სურათი გააზიარა გრანდმაც.


image

პაპარაცებმა წყვილი პირველად ერთად შეამჩნიეს ლონდონში, ჟურნალ Love Magazine-ის მოწყობილ საღამოზე, სადაც წყვილი ნაზად ეფერებდა ერთმანეთს.


ჰოლი ლონდონში ახალ ფილმის, «Kingsman:ოქროს ბეჭედის"პრემიერაზე დასასწრებად ჩამოფრინდა.მეთიუ ვონის კომედია ჯაშუშებზე, რომელიც "Kingsman:საიდუმლო სამსახურის" გაგრძელებაა, სადაც ჰოლი ბერი ამერიკელი აგენტის როლს თამაშობს.


image

ჰოლი ბერის ახალი რჩეული, ალექს და კიდი, "გრემის" პრემიის მფლობელია, იგი მუშაობდა ისეთ არტისტებთან როგორებიც არიან: ნიკი მინაჟი, ემინემი, რიანა, პაფ დედი, დოქტორ დრი და სხვა.იგი საკმაოდ მდიდარია და დიდი ზეგავლენა აქვს თანამედროვე შოუბიზნესზე, ამასთანავე ალექსს სახლში ჯდომა უყვარს, ვერ იტანს ბომონდურ საღამოებს და ხმაურიან კამპანიებს.

image



3
172
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
172
  
2017, 30 ოქტომბერი, 12:18
გამოცდილი ქალია უკვე..და იცის რომ კაცი მარტო გარეგნობით არ ფასდება
2017, 30 ოქტომბერი, 12:16
ჰოლის აშკარად ცუდი გემოვნება ქონია :)
2017, 20 სექტემბერი, 22:10
ეეჰ, ბავშვობაში ჯერ ბერი მერე კი ნიკოლ კიდმანი მიყვარდა. :))))
0 1 3