სხვა დამანგრეველი მიწისძვრა მექსიკაში 2017, 20 სექტემბერი, 14:36 7.1-მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, მექსიკაში დაიღუპა, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 217 ადამიანი. დანგრეულია შენობები. მოქალაქეები და მაშველები განუწყვეტელ რეჟიმში მუშაობენ, რათა ხალხი ნანგრევებიდან გამოიყვანონ. ამ დრომდე ეძებენ სკოლის ნანგრევებში მოყოლილ ბავშვებს. ეს იყო ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომელიც მექსიკაში მოხდა, 1985წლის 19 სექტემბრის შემდეგ. მაშინ, დაახლოებით, 5 000 ადამიანი დაიღუპა. 57 8-ს მოსწონს
|