x
image
ანა პაპოშვილი
საკვები პროდუქტი - ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარი
image
ჩვენს ცხოვრებაში შრომას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი

უჭირავს. მუშაობის დროს კი ადამიანი ხარჯავს განსაზღვრულ ენერგიას, რომლის აღდგენაც აუცილებელია.

ენერგიის ხელახლა წარმოსაქმნელად საჭიროა სითბო.

სითბო კი ადამიანის ორგანიზმში საკვებ ნივთიერებათა
წვის შედეგად წარმოიქმნება.



საკვები შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:


- აწვდიდეს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის კალორიებს.


- შეიცავდეს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, მინერალურ
შენაერთებს, საჭირო რაოდენობის წყალს და ცოცხალი არსებისთვის აუცილებელ ყოველგვარ ვიტამინს.

- ჰქონდეს სასიამოვნო გემო, მიმზიდველი სუნი.


- იყოს ნოყიერი.


- იყოს კუჭ-ნაწლავისთვის ადვილად მოსანელებელი.


- რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის უვნებელი.


image
დღიური ულუფის შედგენის დროს აუცილებელია გავითვალისწინოთ

შემდეგი :


- საკვებმა ორგანიზმს უნდა მისცეს აუცილებელი რაოდენობის
კალორიები იმისდა მიხედვით, თუ რამდენად არის დატვირთული ადამიანის სხეული, რა პროფესიისაა.
ასევე გასათვალისწინებელია ასაკი, კლიმატური პირობები და ჯანმრთელობის მდგომარეობა.


- ერთნაირ ან ერთმანეთის მსგავსი კერძების რამდენიმე დღე
გამეორება აუცილებლად გამოიწვევს უმადობას.


- სასურველია შავი პურის შეტანა დღიურ რაციონში, რადგან
იგი ნოყიერია და ადვილად მოსანელებელი.


- სასურველია ზოგჯერ ხორცის თევზეულით შეცვლა ან პირიქით.


image



გახსოვდეთ!
ჯანსაღი კვება თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია. ჯანმრთელობა - მშვიდი ცხოვრების. ხოლო
მშვიდი ცხოვრება კი შესაძლებლობას მოგცემთ აკეთოთ თქვენი საყვარელი საქმე, იყოთ ბედნიერები,
პოზიტიურები და სიცოცხლით სავსენი.


image

5
49
8-ს მოსწონს
ავტორი:ანა პაპოშვილი
ანა პაპოშვილი
49
  
2017, 20 სექტემბერი, 14:43
გეთანხმებით
2017, 20 სექტემბერი, 14:41
სამწუხაროდ, ჩვენი მწირი შემოსავალი ხელს გვიშლის ჯანსაღად კვებაში, მაგრამ უნდა ვეცადოთ, მცრე დოზით მაინც, მივიღოთ საჭირო ვიტამინები და, რა თქმა უნდა, ფიზიკურ აქტივობასაც მივაქციოთ ყურადღება ^^
2017, 20 სექტემბერი, 12:48
ის, რაც ბოლო ფოტოზეა, სულ თითო-თითო კილო რომ ვიყიდო, ზუსტად ჩემი ერთი თვის ხელფასია((((
2017, 19 სექტემბერი, 22:28
მადლობა ^^
2017, 19 სექტემბერი, 21:05
კარგია
0 1 5