x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დონორმა საკუთარი სპერმით ჩასახული 19 შვილი პირველად გაიცნო
image57 წლის სპერმის დონორი, მაიკ რუბინო პირველად შეხვდა შვილებს მთელი მსოფლიოდან.მან ამ ფაქტს "ამაღელვებელი" და "არარეალური "უწოდა.



მაიკ რუბინო პროფესიით მხატვარია, 1985 წელს ცოლი შეირთო, ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ შვილის ყოლა გადაწყვიტეს, თუმცა მათ არაფერი გამოსდიოდათ, სცადეს ექტრაკორპორალური განაყოფიერებაც, მაგრამ უშედეგოდ.


ამის შემდეგ ცოლ-ქმარი "უშვილო მშობლების" საზოგადოებრივ ჯგუფში გაერთიანდნენ, დაიწყეს სიარული და იქ გაიგო რუბინომ, რომ ჯგუფში გაერთიანებულ მამაკაცების ნახევარს პრობლემები ჰქონდათ სპერმატოზოიდთან დაკავშირებით.


იქვე გაიგო, რომ არსებობდა კალიფორნიის სპერმის ბანკი, ამის შემდეგ გადაწყვიტა, სხვებს დახმარებოდა და დონორი გამხდარიყო.



მის ანკეტას ბევრი ქალი დახარბდა:ცისფერთვალება, სიმპატიური მხატვარი უმაღლესი განათლებით.

image

მისი სპერმით დაფეხმძიმდნენ ქალები კალიფორნიიდან, მასაჩუსეტსიდან, ლუიზიანადან, ნიუ-მეხიკოდან, ჰავაიდან, ნიუ-იორკიდან, არკანზასიდან, ოჰაიო, კოლორადო და მერილენდიდან.


როგორც წესი, დონორი მამაკაცები ანონიმურები რჩებიან და ანკეტაში არ წერენ საკუთარ კოორდინანტებს, თუმცა მაიკ რუბინო სხვა გზით წავიდა:"მინდა დავამატო ერთი პუნქტში ანკეტაში, ჩემთან დაკავშირება ყოველთვის შეიძლება, მოუთმენლად ველი ჩემს შვილებთან შეხვედრას."



დროდადრო შვილები ეხმიანებოდნენ და მაიკიც პასუხობდა.


მისი შვილების ასაკი 16-დან 21 წლამდეა და მაიკს მათ აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია, კონტრაქტის მიხედვით დონორთან შეხვედრა ბავშვის სრულწლოვანებამდე აკრძალულია, თუმცა 2004 წელს გაიცნო ერთ-ერთი შვილი, 6 წლის ჯეიკი, რის შემდეგაც მასთან მეგობრობა გააგრძელა.

image

რუბინომ 19 შვილი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში მიიწვია, თან იხუმრა, რომ "მათ უფრო დიდი სახლი შეეფერებათ", შვილებს აჩვენა მათი ფოტოები, რომელიც ყველა სათითაოდ ჩარჩოში აქვს ჩასმული.

image


მაიკმა ყველას ჩამოუარა და სახელებით მიმართა, თუმცა სთხოვა, რომ დაბადების თარიღი არ ეკითხათ.


19-იდან 11 ბავშვს მამისგან ცისფერი თვალები გამოჰყვათ, ოთხი კი მამასავით მხატვარია.

image

"ისინი პირველივე ნახვიდან შემიყვარდნენ" განაცხადა რუბინომ.


და-ძმებმა, რადგან ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობენ, გადაწყვიტეს სოციალური ქსელით იქონიონ კონტაქტი ერთმანეთთან.


იხილეთ ვიდეო



0
314
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0