საზოგადოებრივი მზის სისტემის სხვა პლანეტებზე ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებული ცივილიზაციები არსებობდა 2017, 19 სექტემბერი, 10:55 ამერიკელი პროფესორის აზრით, ჩვენს «წინამორბედებს» საკუთარი მოღვაწეობის კვალი, მხოლოდ დედამიწაზე კი არა, მარსზე, ვენერაზე და მთვარეზეც კი შეიძლება რომ დაეტოვებინათ. ამ საკითხთან დაკავშირებით, პენსილვანიის უნივერსიტეტის ასტრონომ-ასტროფიზიკოსმა პროფესორმა ჯეისონ რაითმა (Jason Wright), თავისი არაორდინალური მოსაზრება, ჟურნალ «International Journal of Astrobiology»–ში გამოქვეყნებული სტატიით («Prior Indigenous Technological Species») გააცნო ფართო საზოგადოებას. სტატიის მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ შორეულ წარსულში, მზის სისტემაში, ტექნოლოგიურად მაღაგანვითარებული ცივილიზაცის არსებობა, სავსებით შესაძლებელია — ისინი თავისთავად ჩაისახნენ და განვითარდნენ ამ სისტემაში, ან სისტემის გარედან მოვიდნენ — ანუ სხვა ვარსკვლავები სისტემებიდან, ეკზოპლანეტებიდან, როგორც დღეს ეძახიან პლანეტებს, სადაც ადამიანის არსებობისთვის შესაფერისი პირობები არსებობს და რადგან ასეთი რამ შესაძლებელია, ღირს ჩვენი «წინამორბედებს» კვალის სხვა პლანეტებზე მოძებნა. გაქვავებული ადამიანი მარსზე. სავარაუდოდ, ვულკანის ამოფრქვევის მსხვერპლი.
შესაძლებელია, პროფესორი რაითის მოსაზრება უსაფუძვლო არ არის და შორეულ წარსულში, მზის სისტემის სხვა პლანეტებზეც იყო სიცოცხლე?! თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: * წყალქვეშა ნავები და მფრინავი ობიექტები ძველ მსოფლიოში * ჩვენი წარსულის წარმოუდგენელი საიდუმლო* ადამიანები დინოზავრებზე ადრე ცხოვრობდნენ?! * აკრძალული არქეოლოგია * უკვე ცნობილია, თუ ვინ ააშენა პირამიდები, ატლანტიდის არსებობის ზუსტი პერიოდი და დაღუპვის მიზეზი * ნაპოვნია უცხოპლანეტელის თავის ქალა (+ ვიდეო) 342 13-ს მოსწონს
|