ქალი და მამაკაცი სომეხი მილიარდელის შვილის პომპეზური ქორწილი,რომელმაც ყველა რეკორდი მოხსნა(ვიდეო) 2017, 18 სექტემბერი, 10:29
მოსკოვში გაიმართა სომეხი ოლიგარქის, მილიარდელის სამველ კარაპეტიანის უმცროსი შვილის, -კარენ კარაპეტიანის ქორწილი, რომელიც 2017 წლის ყველაზე ძვირადღირებულ ქორწილად იქცა.
სიძის რჩეული გახდა გოგონა სახელად ლილიტი.ქორწილს ესწრებოდდნენ რუსი და უცხოელი ვარსკვლავები, მათ შორის ალა პუგაჩოვა, ეროს რამაზოტი, ფილიპ კირკოროვი, ჯგუფი "ლენინგრადი", ნიკოლაი ბასკოვი, ვერ ბრეჟნევა და მრავალი სხვა.
ქორწილში აგრეთვე ესწრებოდა სიძის მოსახელე და მოგვარე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, კარენ კარაპეტიანი. ჯვრისწერა შედგა მოსკოვის ფერიცვალების სახელობის სომხურ საკათედრო ტაძარში, მთელი პროცესის პერიოდში სტუმრებს ართობდნენ სომხური ხალხური ცეკვებით და სიმღერებით. პატარძალს ცნობილი დიზაინერის ZuhairMurad-ის შეკერილი კაბა ეცვა(ZuhairMurad-ის სამოსით იმოსება თითქმის მთელი მსოფლიოს მეგა-ვარსკვლავები:მათ შორის კრისტინა აგილერა, ჯენიფერ ლოპესი, ტეილორ სვიფტი, ივანა ტრამპი და მრავალი სხვა). ქორწილს ამშვენებდა უზარმაზარი მრავალსართულიანი ტორტი, რომელიც საუკეთესო მოსკოველი კონდიტერების შექმნილი იყო. დარბაზში სტუმრებს ართობდნენ ალა პუგაჩოვა(სხვათა შორის მოკლე ქვედაბოლოთი წარდგა სტუმრების წინაშე), ეროს რამაზოტი, ჯგუფი "ლენინგრადი" და სხვები. სამველ კარაპეტიანი რუსეთში მოღვაწე ცნობილი მეწარმე და მეცენატია, იგი კომპანია "Ташир"-ის მფლობელი, რომელშიც 200 ორგანიზაციაა გაერთიანებული.სამველ კარაპეტიანის ქონება 4, 3 მილიარდი დოლარითაა შეფასებული. იხილეთ ვიდეოკოლაჟი ქორწილიდან 426 11-ს მოსწონს 1-ს არა
|