სხვა 40 წლის მამაკაცი და მისი უზომო სიყვარული:სექს-თოჯინა "ჯინა" 2017, 18 სექტემბერი, 9:16 გერმანელმა ფოტოგრაფმა სანდრა ჰოინმა ერთ-ერთ ინტერნეტ ფორუმზე გაიცნო მამაკაცი სახელად "დირკა", როგორც გაირკვა 40 წლის მამაკაცი უზომოდ შეყვარებულია საკუთარ სექს-თოჯინაზე, რომლის სახელია "ჯინა". სანდრა ჰოინმა გადაწყვიტა ფართო საზოგადოებისთვის გაეცნო ეს უცნაური წყვილი:"დირკა და ჯინა", მხოლოდ ორი პირობით:მამაკაცი საგულდაგულოდ მალავს საკუთარ გვარს და სახელს("დირკა"-პირობითი ფსევდონიმია) და ფოტოებში მისი სახე არ უნდა გამოჩენილიყო. 40 წლის მამაკაცი პროფესიით ფლირანსელია(ონლაინ პლატფორმა, სადაც დამსაქმებელი ავალებს, ხოლო ფრილანსერი ასრულებს შეკვეთას დისტანციურად, ინტერნეტის საშუალებით.ძირითადად ესენია:ჟურნალისტიკა, ვებ-დიზაინი, პროგრამირება, იურისპრუდენცია, თარგმნა, ფოტო-ვიდეო მასალა, კონსულტაცია და ა.შ) დირკა ადრე დაქორწინებული იყო, ცოლთან გაყრის შემდეგ მამაკაცს მძიმე სტრესული და ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო, რის შემდეგაც იყიდა სექს-თოჯინა. დირკა დარწმუნებილია, რომ სექს-თოჯინას ისევე ძლიერ უყვარს ის, როგორც მას ჯინა. გერმანელმა ფოტოგრაფმა საკუთარ პროექტს "ჯინას სული შეარქვა", სადაც გადაწყვიტა დირკას და ჯინას ურთიერთობის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები დაეფიქსირებინა. დირკა საგულდაგულოდ უმალავს საკუთარ სიყვარულს-ჯინას, შვილს და ყოფილ ცოლს. ის ოცნებობს იმ დღეზე, როდესაც ერთხელაც ჯინას ყველა ახლობელს გააცნობს. ყველაზე ძალიან იმაზე ნერვიულობს, თუ რა ელოდება მომავალში ჯინას, როდესაც ის დაბერდება. დირკას აზრით ჯინა არის ნაზი და სუსტი, როგორც გარეგნულად ისე, შინაგანად. დირკა ყოველმხრივ ზრუნავს მასზე:უკეთებს მაკიაჟს, ვარცხნის, უცვლის თეთრეულს, სამოსს და ა.შ. ფოტოგრაფ სანდრა ჰოინს მოეჩვენა, რომ დირკა და ჯინა, ისე ცხოვრობს, როგორც ყველა უზომოდ შეყვარებული წყვილი, თუმცა არატრადიციული მეთოდით. 152 7-ს მოსწონს 1-ს არა |
რომ ჩამოვედი ..... :))))