პროფილაქტიკა 9 პროდუქტი, რომელიც საუზმეზე უნდა მიირთვათ მაღალი წნევისა და ქოლესტერინის თავიდან ასაცილებლად 2017, 18 სექტემბერი, 13:00 თქვენ საშუალება გაქვთ აიცილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა, თუ სწორედ ისაუზმებთ! ოდესმე თუ გსმენიათ ამ გამოთქმის შესახებ: " ისაუზმეთ მეფესავით, ისადილეთ პრინცივით და ივახშმეთ მათხოვარივით?" საუზმე ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანია საკვების მიღების პროცესში დღის მანძილზე, ამიტომ აუცილებელია ჩავრთათ სწორი ინგრედიენტები ჩვენს დილის რაციონში. საუზმე ორგანიზმს ავსებს ენერგიით და მკვებავი ნივთიერებებით, რომელიც საჭიროა დღის განმავლობაში. ამის გამო ცხიმიანი, მარილიანი და ტკბილი საკვები ზრდის არტერიების ბლოკირების რისკს და უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. გთავაზობთ 9 ჯანსაღი პროდუქტის ჩამონათვალს, რომელის ჩართვაც მნიშვნელოვანია საუზმეში, რათა გახადოთ ის მდიდარი მკვებავი ნივთიერებებით და ამით ჯანმრთელობა გაიძლიეროთ.
კენკრა მდიდარია ანტიოქსიდანტებით: მარწყვი, შტოში, მოცვი და ჟოლო – ყოველ მათგანს უნარი აქვს სისხლში ქოლესტერინი შეამციროს, გაწმინდოს ის, დადებითად იმოქმედოს გულის მუშაობაზე, შეანელოს სიბერის პროცესი და გააუმჯობესოს კანის მდგომარეობა. საკმარისია სულ მცირე რაოდენობის კენკრა, რათა დაუმატოთ საჭირო ჯანსაღი და ენერგეტიკული მუხტი თქვენს ორგანიზმს. 2. ხილი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ბოჭკოვანით, წყლით და ანტიოქსიდანტებით. ეს გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს და საშუალებას მოგცემთ თავი დასვენებულად, კონცენტრირებულად და მომზადებულად იგრძნოთ აქტიური დღისთვის. მიიღეთ ის სალათის ან სმუზის სახით.
ეს ნამდვილად კარგი იდეაა, რამდენადაც გარდა იმისა რომ გემრიელია, ამასთან მდიდარია ცილითა და კალცით. ეს თვისებები ეხმარება სისხლში შაქრის დონის კონტროლს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკებს. კვერცხის გული მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას, ტვინის, ღვიძლისა და გულის მუშაობას.
გარდა იმისა რომ გემრიელია, მდიდარია კალცით და პრობიოტიკებით, ეხმარება pH დონის დაბალანსებაში, ნაწლავებში ახდენს მეგობარი ბაქტერიების ზრდის სტიმულირებას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს სარძევე ჯირკვლის სისმსივნის განვითარების რისკს და აუმჯობესებს კანის მდგომარეობას. თუ თაფლსა და ხილს დაუმატებთ – არაჩვეულებრივი კომბინაცია იქნება საუზმისთვის!
5. ხაჭო მდიდარია ცილით, კალცით და პრობიოტიკებით, რომელიც აძლიერებს ძვლებს, აღადგენს ორგანიზმის დაზიანებულ უჯრედებს, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და აკონტროლებს მადას.
წარმოაადგენს ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას რათა ორგანიზმმა ვიტამინი Е და ცხიმოვანი მჟავები მიიღოს, რომელიც ეხმარება თავისუფალი რადიკალების მიერ მიყენებული ზიანის შემცირებაში, წმენდს სისხლს, ამცირებს ანთებას და შაქრის დონეს სისხლში. ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და ამაგრებს თმის ფოლიკულებს. შეგიძლიათ მიირთავათ ცალკე ან დაუმატოთ კერძში.
ბოჭკოვანით მდიდარი შვრია ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროცესში. ასევე ეფექტურად არეგულირებს ქოლესტერინის დონეს და ამცირებს არტერიულ წნევას. შეურიეთ შვრიის ფაფას თაფლი და ჩია სრულფასოვანი და გემრიელი საუზმის მისაღებად. 8. ჩიას თესლი ბოჭკოვანას მდიდარი წყაროა, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ მუშაობას. ის ასევე არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და არტერიულ წნევას, იცავს ორგანიზმის უჯრედებს და აღადგენს დაზიანებებს უჯრედულ დონეზე. კენკრასთან და იოგურტთან ერთად ძალიან გემრიელ საუზმეს მიიღებთ.
ამცირებს ორგანიზმში უჯრედების ანომალურ ზრდას, აბალანსებს ინსულინის დონეს და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. სელი ცილის ერთ-ერთი უმდიდრესი წყაროა, რომელიც განსაკუთრებით ვეგეტარიანელებისთვისაა კარგი ვარიანტი. რეკომენდირებულია მისი დაფქვა და ფხვნილის სახით მიღება, რათა ადვილად მოხდეს მონელება და მკვებავი ნივთიერებების შეთვისება.
მწვანე ჩაი თავისი ანტიოქსიდური უნარით, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი ბოსტნეულის ერთი პორციის ექვივალენტია. მდიდარია იმ ნივთიერებებით, რომელიც ებრძვის სიმსივნურ და გულსისხლძარღვთა დაავადებებს. ამცირებს სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის შემცველობას. დიდი რაოდენობით კატეხინებს შეიცავს – ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, რომელიც ხელს უშლის დაბერების პროცესს და ეხმარება გახდომის პროცესს. კვლევის თანახმად, მწვანე ჩაის რეგულარული გამოყენება 15-20% -ით უფრო აჩქარებს ცხიმების წვას ორგანიზმში. მიიღეთ უზმოზე, ჭამამდე 20-25 წთ. ადრე. დაიმახსოვრეთ, რომ საკვებთან ერთად სითხის მიღება დიდ ზიანს აყენებს თქვენს ჯანმრთელობას – ხდება კუჭის წვენის გაზავება, საჭმლის გადამუშავება ბოლომდე ვერ ხერხდება, რის შედეგადაც ორგანიზმში შლაკები და სხვა მავნე ნივთიერებები ილექება, რაც სხვადასხვა სერიოზული დაავადებების განვითარების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. ყავა ითვლება, რომ კოფეინი პოზიტიურად მოქმედებს ტვინის შრომისუნარიანობაზე, ზრდის კონცენტრაციას და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას. ის ასევე ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავისა და შარდის ბუშტის ჯანმრთელობას, მოქმედებს როგორც საფაღარათო და შარდმდენი საშუალება, წვავს ზედმეტ ცხიმს. მიუხედავად უამრავი მითისა ამ საკითხთან დაკავშირებით, ყავა წარმოადგენს პროდუქტს, რომელსაც სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. მთელი რიგი კვლევების თანახმად, ინფარქტისა და ინსულტის რისკები 20% – 40% მცირდება ამ სასმელის რეგულარულად მიღების შემთხვევაში ზომიერების ფარგლებში. ასევე დაგაინტერესებთ: მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღე კურკუმიან წყალს მიიღებთ? რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით! 5 პროდუქტი, რომელიც გვაბერებს. ეს უნდა იცოდეთ! სისხლში შაქრის მაღალი დონის 14 სიმპტომი. პროდუქტების გლიკემიური ინდექსი სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები – სიმპტომები და მკურნალობა. 10 პროდუქტი სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად 15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის 5825 19-ს მოსწონს
|