თქვი უარი აბორტზე!
მე ჩავისახე დღეს! ერთი ციცქნა ვარ და უკვე ვარსებობ. მივეკარი დედის მუცელში გაურკვეველ ფორმის კედელს და ვგრძნობ შენთან ვარ.
მე ჩავისახე დღეს, იმიტომ, რომ უფალს ასე სურდა. ჯერ ხორბლის მარცვალს ვგავარ, მაგრამ არაუშავს, მალე გავიზრდები.
დე! გპირდები, რომ ყოველდღე მოვიმატებ ზომაში, მერე წონაში. ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს. შენი სუნთქვა, ჩემ სუნთქვას ნიშნავს. შენი კვება, ჩემ კვებას ნიშნავს. სწორედ ამიტომ მიყვარხარ და სულ შენთან ყოფნა მინდა.
დე! დამპირდი, რომ იზრუნებ ჩემზე.
ჯერ არ ვიცი სიყვარულის, უბრალო ვნების თუ ძალადობის ნაყოფი ვარ, მაგრამ მე ვიცი რომ მყავს დედა. ჩემი ნაწილი, ჩემი სითბო და სიცოცხლის მომცემი. ჯერ არ ვიცი მამა სადაა, მაგრამ არაუშავს შენ ხომ მყავხარ დეე?! დამპირდი, რომ სულ ერთად ვიქნებით. გპირდები დავიბადები თუ არა ჩაგეხუტები, სახეზე შეგახებ ხელს და გულზე მოგეკრობი. ისე მოგეკრობი, რომ მთელი ცხოვრება ვერავინ დაგვაშორებს. ისე მოგეკრობი, რომ ტკივილს ჩემი სხეულის სითბო გაგიყუჩებს. ისე მოგეკრობი, რომ დაგავიწყებ ამ ქვეყანაზე თუ ცუდი რამე არსებობს ან არსებულა. მეც მინდა სხვა ადამიანებივით შენს გვერდით ვიარო, ერთად ვისეირნოთ და ერთად დავტკბეთ ამ ცხოვრებით. იცი, როგორ მეყვარები დეე?! ბევრს, ძალიან ბევრს გაკოცებ ხოლმე. მინდა, რომ ჩემ სიხარულს შენც იზიარებდე. კიდევ ბევრჯერ გეტყვი რომ მიყვარხარ, იმ ძალით, რომელსაც ვერავინ ვერ აღწერს, ვერც თქვენ უკვე გამართულად, რომ ლაპარაკობთ. მე ახლა შენში ვარ, უკვე ვფეთქავ. ვიცი რომ შენც გრძნობ. მე უკვე გეფერები და გეხუტები. დე! იცი, როგორ მაინტერესებს შენ რას ფიქრობ ახლა?! დე, შენც გიყვარვარ?
დე! შენ მე გამიმეტე?! ნუთუ ესე გეჩქარებოდა ჩემი ნახვა?! მე მოგეკარი, ჩაგეხუტე, შენ კი სასტიკი მოპყრობისთვის გამიმეტე. შენზე ვოცნებობდი, შენზე ვფიქრობდი და იმედს ვისახავდი, რომ ერთად ვიქნებოდით. ვფიქრობდი ჩვენი ცხოვრება უამრავ ბედნიერ წამს მოითვლიდა, ისე როგორც შენს გარშემო, შენი მეგობრები და ადამიანები იქცევიან. მათ შვილებთან მეც ვითამაშებდი და მათთან ერთად შენც ჩაგეხუტებოდი. როცა ვერ დაგინახავდი ავტირდებოდი. დედას ვიტყოდი პირველად და სამუდამოდ ჩემში იქნებოდი.
დე! რატომ გამიმეტე ექიმის სასტიკი ხელით?! მე უფალმა გამომგზავნა შენთან, შენ ადამიანის ხელით მსპობ. ნუთუ არ მომისმინე და ისე მომიშორე. მინდა მოვეჭიდო რამეს და დავრჩე შენში. ძალაც კი არ მაქვს, რომ წინააღმდეგობა გავუწიო ამ სასტიკ ხელებს. მინდა სამუდამოდ მოგეკრა, ისე რომ ვერანაირმა სიბოროტემ ვერ მომაშოროს შენ თბილ სხეულს, მაგრამ ღმერთო ჩემო! რა პატარა და უძლური ვარ?!
შენ მშვიდად წახვედი და ღონემიხდილს გძინავს. არაუშავს! სულ რამდენიმე დღე და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდები. მე შენგან შორს ვარ და არც კი ვიცი სად?!
ახლა წევხარ და ფიქრობ, რამხელა სირცხვილი და ტვირთი აირიდე თავიდან?! ხვალინდელ მომავალს გეგმავ ფიქრებში. მე სადღაც მარტო და უკვე გაციებული შენზე ვფიქრობ. დე! მე მაინც მიყვარხარ და უკვე მენატრები.