სხვა ფსიქოლოგიური ტესტი: ვის დაეხმარებოდით პირველად? 2017, 17 სექტემბერი, 15:50 ადამიანის შესახებ ბევრს ამბობს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით ისინი, რომელთა მიღებაც სტრესულ სიტუაციებში უწევს.
ფოტოზე სწორედ ასეთი სიტუაციაა. ბევრი ფიქრის გარეშე გადაწყვიტეთ, ვის უფრო სჭირდება დახმარება, შემდეგ კი ქვევით წაიკითხეთ თქვენი პიროვნების მოკლე დახასიათება. 1. თუ თქვენ აირჩიეთ მოხუცი ქალი... საკმაოდ ზრდილობიანი ხართ, მორალურ ღირებულებებს და წარსულის ტრადიციებს პატივს სცემთ. პრობლემებს ყოველთვის რაციონალურად უდგებით და არასდროს მოქმედებთ წინასწარი დაფიქრების გარეშე. იმას, რომ სამყაროში უსამართლობაა გამეფებული, ძალიან განიცდით. ხშირად იმ სამუშაოსაც ასრულებთ, რასაც სხვები თავს არიდებენ. 2. თუ თქვენ აირჩიეთ ბავშვი... თქვენი არჩევანი მიანიშნებს, რომ ძალიან მგრძნობიარე ხართ და გულიც ბევრჯერ გტკენიათ. ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებსაც ხშირად ეუბნებიან, რომ ვარდისფერი სათვალეები მოიხსნან. მეგობრები მშვიდად გრძნობენ თავს თქვენთან, რადგან იციან, რომ ყოველთვის მხარს დაუჭერთ. 3. თუ თქვენ აირჩიეთ სსმ პირი... წვეულებების სული და გული ხართ, გიყვართ კარგი დროის გატარება. არ გიყვართ ალიაქოთი და არასდროს აკეთებთ იმაზე მეტს, რასაც ხალხი ითხოვს თქვენგან. ბუნებრივად ლიდერი ხართ და ძლიერ ადამიანებს თქვენ ირგვლივ მაგნიტივით იზიდავთ. 4. თუ თქვენ აირჩიეთ მედდა... ოპტიმისტი, უდარდელი ადამიანი ხართ, ვინც ცხოვრებას ნათელ ფერებში ხედავს და იშვიათად აქცევს ყურადღებას სამყაროს პრობლემებს. ადვილად პოულობთ ენას უცხოებთან და არ გიყვართ თავის გადაღლა. ცნობისმოყვარე ბუნება გაქვთ და ამიტომ, თავგადასავლებიც გიყვართ. ოთხ კედელს შორის იძულებით დარჩენა არ შეგიძლიათ. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ასევე დაგაინტერესებთ: 1. ტესტი: აირჩიეთ ბედნიერი წყვილი და ჩვენ გეტყვით რაღაცას თქვენი ურთიერთობის შესახებ 2. ფსიქოლოგიური ტესტი 3. რა სურთ ქალებს სინამდვილეში? 4. 20 სოციალური რეკლამა, რომელზეც უნდა დაფიქრდეთ 1175 5-ს მოსწონს
|