სიახლეები საიდუმლო ტექნოლოგიები, რომლებიც ადამიანს სუპერჯარისკაცად აქცევს 2017, 17 სექტემბერი, 15:38 სანამ სუპერგმირები მხოლოდ ეკრანებზეა, სამხედროები უკვე მზად არიან ნამდვილი სუპერჯარისკაცები შექმნან.
ადამიანის ორგანიზმში გადანერგილი იმპლანტების საშუალებით ჯარისკაცებს უვითარდებათ არაჩვეულებრივი ძალა, ტელეპატიის უნარი, ვერ გრძნობენ ტკივილს, პენტაგონი უახლოეს ჯავშანჟილეტებს ქმნის.
ნახშირბადის ჯავშანი მეცნიერებმა შეამოწმეს გრაფენის ბალისტიკური გამძლეობა, აღმოჩნდა, რომ ის უფრო გამძლე, უფრო მოხერხებული და მსუბუქია, ვიდრე თანამედროვე ბალისტიკური ფირფიტები და კევლარის ჯავშანჟილეტები. ამასთან გრაფენის მილიონი ფენა სისქეში მხოლოდ 1 მილიმეტრია. ამ მასალისაგან დამზადებული ჯავშანი ჯარისკაცს ნებისმიერი ცეცხლსასროლი იარაღისაგან დაიცავს. სინთეტიკური სისხლი სუპერჯარისკაცი, რომელსაც უკვე შემუშავებულ ხელოვნურ სისხლს გადაუსხამენ, თავისუფლად შეძლებს გადაიტანოს უჰაერობა. რადგან ორგანოებთან ჟანგბადის მიწოდება ავტომატურ რეჟიმში მოხდება ხელოვნურ სისხლში არსებული რესპიროციტებით. სიჩქარე მეცნიერები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან სხვადასვა გზებს ეძებენ ადამიანის ტერფისა და აქილევსის ქუსლის ეფექტურობის გასაზრდელად. ყველაზე პერსპექტიულად ითვლება ბიონიკური ფეხსაცმელი, რომელიც კენგურუს ტერფს გავს. მისი საშუალებით ადამიანს შეუძლია 8 მეტრზე გადახტეს და 50 კმ/სთ. სიჩქარით ირბინოს. ტკივილის დამბლოკველი მუშაობა მიდის იმაზე, რომ შეიქმნას ტკივილის გამქრობი, რომელიც მყისიერად მოუხსნის ჯარისკაცს ჭრილობისაგან გამოწვეულ ტკივილს. ვარაუდობენ, რომ ტკივილის დამბლოკველის მოქმედება 30 დღე გაგრძელდება და თანდათანობით აღმოფხვრის ქსოვილების მექანიკური დაზიანების ყველა ზემოქმედებას. უძილობის დაძლევა მეცნიერები ატარებენ ექსპერიმენტებს, რომლის საშუალებით ადამიანის ტვინის ერთი ნახევარსფერო აქტიურია, როცა მეორე ისვენებს. ტელეპატია ერთერთი მიმართულება სუპერჯარისკაცის შექმნისაკენ არის სრულყოფილი კომპიუტერული ჩიპის შექმნა, რომელიც იმპლანტის საშუალებით პირდაპირ დაუკავშირდება ადამიანის ტვინს. ეს საშუალებას მისცემს ჯარისკაცებს ფიქრის საშუალებით მართონ რობოტები და ოფიცრებს ტელეპატიის საშუალებით დაუკავშირდნენ ჯარისკაცებს. მთამსვლელის ხელები პროექტის ფარგლებში ამერიკელმა სამხედრო მეცნიერებმა შექმნეს ხელთათმანები, რომლის დახმარებითაც ჯარისკაცი ნებისმიერ კედელზე ავა. ეს ხელთათმანები 80 კილოგრამ ტვირთს უძლებენ. 123 შეფასება არ არის
|