საზოგადოება დანა 2017, 16 სექტემბერი, 14:51 ვნებააშლილმა ცხელი ტუჩები ენით ნაზად დაასველა და საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილმა, ავტომობილის სახელური ჩამოწია და ჩაჯდა. ემოცია მძლავრობდა. გულისცემა კი რითმებს არღვევდა, თითქოს სადღაც ჩქარობდა. გონებამოსწრებული თუ შეძლებდა ამ ჰარმონიულ ვნების მელოდიის ამოცნობას და შეგრძნებას. დანა გრძნობდა, როგორ ერეოდა ემოცია გულს, სხეული გონებას. ხელისგულებდაცვარულმა მტკიცედ მოიხურა ავტომობილის კარი და წინ სავარძელზე მოთავსდა. უხმოდ და გაუნძრევლად იჯდა რამდენიმე ხანი. სიჩუმე მეფობდა და ზაფხულის ღამის მგზნებარე ჰანგებს მართავდა. უცბად დანამ სარკეში ანარეკლი შეამჩნია. საოცრად შეცვლილი და დანაზებული ქალი. ერთიანად აკიაფებული ღაწვებითა და თვალებით, რომელიც ასაკისა და სტრესის ნაზავით წარმოქმნილ ნაოჭებსაც კი ფარავდა. დანამ უნებურად გულზე დაიხედა და შენიშნა მოწიფული ქალის მკერდი, რომელიც 18 წლის გოგოს ანალოგად ქცეოდა. დანას თავდაჯერებულობა შეემატა. მანქანაში ორი ადამიანის გული უხილავი ძაფებით ერთად ცეკვავდა, ერთმანეთის სუნთქვა კი მელოდიას ქმნიდა ზაფხულის ცვრიან ღამეში და გაურკვევლ სითბურ რექციას იწვევდა ამ ორ პიროვნებაში.
12 3-ს მოსწონს
|