ტექნოლოგიური სიახლეები ჩინეთში მსოფლიოში პირველად აამუშავეს"'ეშმაკის ბორბალი" ღერძის გარეშე 2017, 15 სექტემბერი, 14:23 ჩინელები კვლავ აოცებენ მსოფლიოს ინჟინრული აზროვნებით და ახალ რეკორდებს ამყარებენ.ამჯერად ჩინელებმა პირველად მსოფლიოში დაამზადეს"ეშმაკის ბორბალი" ღერძის გარეშე.
ბორბალს ღერძის, მანებისა და სალტეების გარეშე, რომლის სიმაღლე 145 მეტრია, ინჟინრულ საოცრებას უწოდებენ. კაბინების მოძრაობა ხდება ბორბალზე დამონტაჟებული ამძრავი ლილვებით, რომელიც წრეზე მოძრაობს. ფოლადის კონსტრუქია კაბინებზე სარტყელის სახითაა შემოჭდობილი და როგორც არქიტექტორები აცხადებენ, ქმნის ე. წ. "დრაკონის ხერხემალს", რომელიც განაპირობებს ბორბლის მოძრაობას ყოველგვარი მანების და კოლონების გარეშე. ეს საოცრება ქალაქ ვაიფანში გაიხსნა, ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში, ვაიფანი ცნობილია კიდევ, როგორც "საჰაერო გველების(ფრანების) ქალაქი", აქ არა მარტო მზადდება ფრანები, არამედ იმართება ყოველწლიურად თემატური ფესტივალები. ვარაუდობენ, რომ ახალი ატრაქციონი ვაიფანის ყველაზე მიმზიდველი ღირშესანიშნაობა გახდება. 161 9-ს მოსწონს 1-ს არა
|