x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138466
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512088
"ქარწაღებულნი" - ციტატები
"ქარწაღებულნი" ამერიკელი მწერლის - მარგარეტ მიტჩელის მიერ დაწერილი ერთადერთი რომანია, რომელიც პირველად 1936 წელს გამოქვეყნდა და გამოცემისთანავე მოიპოვა პოპულარობა.

რომანში მოვლენები ვითარდება 1860-იანი წლების ამერიკის კონფედერაციულ შტატებში, სამოქალაქო ომის პერიოდში.

1939 წელს წიგნის მიხედვით ჰოლივუდმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც უამრავი ჯილდოს მფლობელი გახდა.

image



❤ -ძვირფასო, რატომ მაიძულებთ, ის გითხრათ, რაც გულს გატკენთ? თქვენ ხომ ისეთი ახალგაზრდა და დაუფიქრებელი ხართ, რომ არც კი იცით, რა არის ქორწინება.
-მე ის ვიცი, რომ მიყვარხართ.
-სიყვარული არ არის საკმარისი ქორწინებისთვის. ეს ხომ ორი ადამიანის ურთიერთკავშირია, ჩვენ კი ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. თქვენ მამაკაცი მთლიანად გსურთ დაისაკუთროთ, სკარლეტ! სხეულით, გულით, სულით, ფიქრებით და თუ ამას ვერ მიაღწევთ, დაიტანჯებით, გული გეტკინებათ და მწარედ შემიძულებთ! შეიძულებთ წიგნებს, რომლებსაც წავიკითხავ, ან მუსიკას, რომელიც მიყვარს.

image


❤ -ფულით ყველაფერს ვერ იყიდი.

-ეს, ალბათ, ვიღაცამ ჩაგაწვეთათ, თქვენით ასეთ უმსგაბვსობას ვერ მოიფიქრებდით. რას ვერ იყიდით ფულით?
-ოჰ, კარგი, არ ვიცი... ბედნიერებას ან სიყვარულს.
-როგორ არა, მაგათაც იყიდით, ან, ყოველ შემთხვევაში, რაღაც მაინც შეგიცვლით მათ.

image


❤ ყველა ომი საღვთოა! მით უმეტეს მათთვის, ვინც იბრძვის. ომის წამომწყებებს წმიდათაწმიდა მოვალეობად რომ არ გამოეცხადებინათ სისხლის ღვრა, განა რომელი სულელი წავიდოდა საბრძოლველად? მაგრამ რაც უნდა ხმამაღლა გაჰყვიროდნენ ორატორები, რომ იდიოტებმა უნდა იომონ, რაც უნდა ამართლონ კეთილშობილმა ბატონებმა ეს საზიზღრობა, მაინც ერთადერთი მიზეზია, რისთვისაც ადამიანები ერთმანეთს ვხოცავთ და ეს მიზეზი ფულია.

image


❤ მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება დიდი ფულის შოვნა: ან ქვეყნის აღმშენებლობის, ან მისი განადგურებისას. შენობისას ეს პროცესი ნელა მიდის, განადგურებისას კი - სწრაფად.

image


❤ ნებისმიერი კარგი გოგონა დაინტერესდება, რაშია საქმე, თუ მამაკაცი მის კოცნას არ ცდილობს. ძალიან კარგად იციან, ეს რომ არ უნდა გაამჟღავნონ, მამაკაცს თავი რომ უნდა მოაჩვენონ, თითქოს შეურაცხყოფილი არიან, მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან აინტერესებთ ხოლმე მიზეზი.

image


❤ ბრძოლა შამპანურს ჰგავს. ლაჩარსაც ისევე უვარდება თავში, როგორც გმირს. ბრძოლის ველზე ყველა სულელს შეუძლია, იმდენი სიმამაცე გამოიჩინოს, რომ მტერს არ შეაკვდეს.

image


❤ ყოველთვის ვხვდებოდი, რომ ქალები ისეთი ძლიერები და
ამტანები არიან, მამაკაცებს არც კი დაესიზმრებათ. არადა, ბავშვობაში მასწავლიდნენ, ნაზი, ფაქიზი, მგრძნობიარე არსებააო. თანაც, ევროპული ეტიკეტით ძალიან ცუდია, თუ ცოლს და ქმარს ერთმანეთი უყვართ, ეს მათთვის ცუდი გემოვნების მაჩვენებელია. მე კი ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ევროპელები ამ საკითხში არ ცდებიან. გათხოვება ხელსაყრელად სჯობს, სიყვარული კი - სიამოვნებისთვის. შესანიშნავი სისტემაა, არა?

image


❤ თუ განსხვავებული ხართ, თავს არა მარტო თანატოლებისგან იზოლირებულად იგრძნობთ, არც მშობლების თაობა გაგამართლებთ და არც შვილებისა. ისინი ვერასოდეს გაგიგებენ, თქვენი საქციელი ნებისმიერ შემთხვევაში თავზარს დასცემთ. აი, ბებია და ბაბუა კი, ალბათ, იამაყებდნენ და იტყოდნენ, ნამდვილად ჩვენი ჯიშისააო. შვილიშვილებიც იამაყებენ, შურით ამოიოხრებენ, დაამატებენ, ეჰ, რა მოხერხებული ბებო გვყავდაო! და ეცდებიან, მაგალითი თქვენგან აიღონ.

image


❤ ადამიანები ისე უნდა იქცეოდნენ, როგორც თვითონ სურთ. სულაც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის, ვინც ჩვენსავით არ ფიქრობს, ცდება.

image


❤ -თქვენნაირ ოპორტუნისტებს სინდისი არაფერში სჭირდებათ.
-ვინ არიან ოპორ... როგორ თქვით?
-ადამიანები, რომლებიც ხელიდან არ უშვებენ შესაძლებლობებს.
-ეს არასწორია?
-მათ ყოველთვის ავი თვალით უყურებენ ხოლმე... განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც მსგავს შესაძლებლობებს სთავაზობს ცხოვრება, მაგრამ არ სარგებლობენ.

image


❤ ეს ყოველთვის ასეა, სიცოცხლე არასოდეს გვთავაზობს იმას, რასაც ველით ხოლმე. ჩვენ კი მის ნებისმიერ შეთავაზებას ვიღებთ და მადლიერი ვართ, უარესისთვის რომ არ გაგვიმეტა.

image



–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––



ასევე დაგაინტერესებთ:


1. "ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა" - ციტატები

image


2. "ტრიუმფალური თაღი" - ციტატები

image


3. "მე ვარ მალალა" - ციტატები

image


4. "ზაჰირი" - ციტატები

image


5. "შეჭამე ბაყაყი" - ციტატები

image

0
1016
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1016
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0