კახეთი თამარ ლამაზოშვილი-ყველაზე ახალგაზრდა მერობის კანდიდატი 2017, 14 სექტემბერი, 8:54 თამარ ლამაზოშვილი 1992 წელსაა დაბადებული, როგორც გაირკვა იგი ყველაზე ახალგაზრდა მერობის კანდიდატი იქნება საქართველოს ისტორიაში. თამარ ლამაზოშვილი თელავის მერობისთვის იბრძოლებს, იგი გიორგი ვაშაძის პოლიტიკურმა გაერთიანებამ -"ერთობა ახალი საქართველოსთვის" წარადგინა. "ახლა აღმოვაჩინე, რომ ყველაზე ახალგაზრდა მერობის კანდიდატი ვარ საქართველოს ისტორიაში"-წერს სოციალურ ქსელში თამარ ლამაზოშვილი. "64 მერობის კანდიდატიდან, მხოლოდ 2 ქალი. ქალების აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას სჭირდება პოლიტიკური ნება, რომელიც დღევანდელ სახელისუფლებო პარტიას არ გააჩნნია. ქალების ინტერესებს ვერ დაიცავს ხელისუფლება, რომელიც პარტიის შიგნითაც უქრობს ქალებს პერსპექტივას."-აღნიშნავს იგი. თამარ ლამაზოშვილი 2007–2010 წლებში თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მოხალისე იყო, 2014-2015 წლებში მუშაობდა იუსტიციის სახლში და აღსრულების ეროვნულ ბიუროში. 2016 წლიდან თამარ ლამაზოშვილი გიორგი ვაშაძის პარტია "ერთობა ახალ საქართველოს" წევრია და ამასთანავე აღმოსავლეთ საქართველოს ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე. ლამაზოშვილი, არის ასევე თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებული. 336 6-ს მოსწონს 1-ს არა
|