სხვა ლიბერალიზმის რეალური არსი და იდეალი 2017, 13 სექტემბერი, 4:31 ჩვენს საზოგადოებაში ტერმინ “ ლიბერალის“ მაკომპრომატირებელ კონტექსტში გამოყენება მეტად აქტუალური გახდა. ადამაინების დიდ ნაწილს, რომელიც რელაურად ვერ ერკვევა ლიბერალიზმის არსსა და იდეალში, არ იცნობს გზას, რომელიც ლიბერალიზმმა, როგორც იდეოლოგიამ გაიარა, ამ სიტყვის გაგონებაც კი აშინებს. ეს შიში კი განპირობებულია საზოგადოებაში მუდმივად მიმდინარე უწყვეტი დისკრედიტაციით, რომელიც, ძირითადდ, ხორციელდება ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიერ. ისინი ცდილობენ ფონს სწორედ ლიბერალური ღირებულებების დისკრედიტაციის გზით გავიდნენ .
ლიბერალიზმის(ფრანგ: libéralisme ) ჩასახვის ხანად განმანათლებლობის ეპოქა ითვლება (siècle des lumières), თუმცა დღეს ტერმინი გაცილებით ფართო მნიშვნელობით გამოიყენება და დროსთან ერთად აზრობრივად თანდათან დაიტვირთა. თავისუფლება ლიბერალიზმის, როგორც იდეოლოგიის, ამოსავალი წერტილია. მისი ძირითადი ქვაკუთხედი ადამიანის ინდივიდუალური უფლებებია: გამოხატვის, აზრის, რწმენის, სინდისის, არჩევნის თავისუფლება... ლიბერალიზმისთვის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხელშეუვალობის გარდა ღირებულია კანონის უზენაესობა, რელიგიის როლის მინიმალიზაცია საზოგადოებრივ ცხოვრებაში და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება. კლასიკური ლიბერალიზმი, თავისი არსით, არათუ არ ლახავს ვინმეს უფლებებს, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ადამიანების დისკრიმინაციას რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური იდენტობის ან ნებისმიერი სხვა ნიშნით. ლიბერალიზმმა საქართველოში გამოჩენისთანავე დიდი კრიტიკა გამოიწვია. პირველად მეცხრამეტე საუკუნეში იჩინა თავი. რა რეაქცია შეიძლებოდა რგებოდა თავისუფლების იდეას მეცხრამეტე საუკუნეში? ლიბერალიზმის გამოჩნეისთანავე დაიწყეს ილიას და მისი თანამოაზრეები კრიტიკა, ასე ვთქვათ, ძველი ყაიდის ხალხმა, რომლისთვისაც გაუგებარი და ამოუხსნელი იყო თავისუფლებისადმი ახალგაზრდების სწრაფვა, მათი იდეალები და ლტოლვა იმ სამყაროსკენ, სადაც არავის არ ჩაგრავენ. არ შეიძლება არ გავიხსენოთ ვაჟა, რომელიც წერს “ პატრიოტიზმს და კოსმოპოლიტიზმს“ და ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ამბობს, რომ ყოველი ჭეშმარიტი პატრიოტი კოსმპოლიტია და ყოველი ჭეშმარიტი კოსმოპოლიტი პატრიოტიო. გადის წლები და ილიას გზა ხდება სასაცილო. ადამიანები მას სულ უფრო და უფრო სკეპტიკურად უყურებენ, იკეტებიან ვიწრო ნაციონალიზმის იდეაში და თავს ინუგეშებენ იმით, რომ ლიბერალიზმი გადაგვარდა, რომ ილიას ლიბერალიზმი სხვა იყო. სინამდვილეში ლიბერალიზმი კი არ გადაგვარდა, ადამიანს არ შეუძლია მიიღოს სხვა კულტურა, არ ესმის მრავალგვარობაში გაერთიანების სარგებლიანობა, არსი და იდეალი, ამავდროულად, აქვს ამბიცია, ილიელად იწოდებოდეს და ამიტომაც პირიქით, - ლიბერალიზმს ადანაშაულებს დეგრადაციაში. ლიბერალიზმი, კლასიკური გაგებით, არის იდეოლოგია, რომელსაც სურს შექმნას სახელმწიფო, სადაც მშვიდობიანად თანაიარსებებენ ნებისმიერი აღმსარებლობის, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური წარმოშობის, სექსუალური იდენტობის და კანის ფერის მქონე ადამაინები, ვინაიდან ეფუძნება თავისუფლების, კანონის უზენაესობის იდეას. თავისუფლება და ინდივიდი თავისი უფლებებით წარმოადგენს ლიბერალიზმის არსსა და იდეალს. შესაბამისად, კამათი იმაზე, რომ კლასიკური ლიბერალიზმი წარმოადგენს რომელიმე ერის, თუნდაც დომინანტი ერისთვის საფრთხეს, არ შეესაბამება რელაობას და დაშორებულია ლოგიკურ საზრისს. 209 6-ს მოსწონს |
თუ ასე გაგრძელდა, სამწუხაროდ ეს ელოდება საქართველოსაც. . .