x
image
მანჩო 777
ათი ქვეყანა, რომლის მოქალაქეობის ყიდვა ფულითაა შესაძლებელი
ყველა ქვეყანას თავისებური მიდგომა აქვს მოქალაქეობის მიმართ. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატები ავტომატურად ანიჭებს მოქალქეობას ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დაბადებულ ადამიანს; ისრაელი-ყველას, ვისაც ებრაული წარმომავლობა აქვს, ხოლო ბრუნეი კი-თითქმის არავის, ერთეული გამონაკლისის გარდა.

თქვენი არ ვიცი და მე ნამდვილად ვერ წარმომეგინა, რომ არსებობენ სახელმწიფოები, რომელთა მოქალაქეობის უბრალოდ ყიდვა შეიძლება, ეს სავსებით ლეგალურია, მხოლოდ ხელთ უნდა გქონდეთ გარკვეული რაოდენობის თანხა.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა მსოფლიოს ათი ქვეყანა, რომლის მოქალაქეობის ფულით ყიდვაა შესაძლებელი.



1. კვიპროსი


ღირებულება : €2 500 000.

რას ღებულობთ ამ თანხის სანაცვლოდ?-უვიზო გასვლა მსოფლიოს 158 ქვეყანაში


image

ევროკავშირის წევრი კუნძულოვანი ქვეყანა მოქალაქეობას მართლაც ყიდის, მაგრამ უბრალოდ გაუგებარია, რატომ უნდა გადაიხადო 2, 5 მილიონი ევრო, თუკი უნგრული პასპორტი გაცილებით იაფი ღირს და ამავე დროს მეტ უფლებებს განიჭებთ.


2. სინგაპური


ღირებულება: $1 800 000

მინიჭებული უფლებები: უვიზო გასვლა მსოფლიოს 173 ქვეყანაში


image

სინგაპური ცნობილია არაჩვეულებრივად მაღალი ცხოვრების დონით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეობა, რომელიც გაძლევთ უფლებას უვიზოდ იმოგზაუროთ მსოფლიოს თითქის ყველა ქვეყანაში, შეგიძლიათ ფულით იყიდოთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს სიამოვნება არც ისე იაფი ღირს.


3. მალტა


ღირებულება: €880 000-დან

მინიჭებული უფლება: უვიზო გასვლა მსოფლიოს 168 ქვეყანაში


image

და კვლავ კუნძულოვანი სახელმწიფო: ევროკავშირის წევრი ნამცეცა ქვეყანა ყიდის არამარტო რაინდის ტიტულებს, არამედ მოქალაქობასაც. თუმცა უნდა ითქვას, რომ 880 000 ევრო არც ისე პატარა თანხაა საამისოდ.


4. უნგრეთი


ღირებულება: €360 000

მინიჭებული უფლება- უვიზო გასვლა მსოფლიოს 167 ქვეყანაში


image

ევროკავშირის წევრი კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც მოქალაქეობას ყიდის-უნგრეთია. რა თქმა უნდა, უნგრულ პასპორტს თან მოჰყვება თავისუფალი გადაადგილება მთელ ევროპაში.


5. სენტ- კიტსი და ნევისი


ღირებულება: $250 000-დან

მინიჭებული უფლება- უვიზო გასვლა მსოფლიოს 131 ქვეყანაში


image

ეს ქვეყანა შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულოვანი სახელმწიფოს მოქალაქე რომ გახდეთ, საკმარისია, ამ კუნძულზე შეიძინოთ მინიმუმ 400 000 დოლარად ღირებული სახლი, თანაც პასპორტის მისაღებად იქ ჩასვლა სულაც არაა აუცილებელი. არის კიდევ უფრო იაფი ვარიანტი ხელთ იგდოთ სენტ-კიტსის და ნევისის მოქალაქეობა: ამ ქვეყნის შაქრის წარმოების საქველმოქმედო ფონდში უნდა შეიტანოთ 250-300 ათასი დოლარი.


6. ანტიგუა და ბარბუდა


ღირებულება: $250 000-დან

მინიჭებული უფლება: უვიზოს გასვლა მსოფლიოს 129 ქვეყანაში


image

სახელმწიფო შედის ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

კარიბის ზღვის ამ კუნძულოვან ქვეყანაშიც ანალოგიურად ხდება მოქალაქეობის მოპოვება: ამისათვის უნდა იყიდოთ 400 ათას დოლარად ღირებული უძრავი ქონება ან ჩადოთ 250 ათასი დოლარი ქვეყნის განვითარების ფონდში, თუმცა წინა ქვეყნისაგან განსხვავებით, მოგიწევთ კუნძულზე წელიწადში 7 დღის გატარება (ასეთია მოქალაქეობის მიღების პირობა).


7. დომინიკის რესპუბლიკა


ღირებულება: $100 000.

მინიჭებული უფლება: უვიზო გასვლა მსოფლიოს 50 ქვეყააში (მათ შორისაა დიდი ბრიტანეთი).


image

კარიბის ზღვის ამ სახელმწიფოს პასპორტი პირდაპირი გადახდის გზით მიიღება: მთავრობას უნდა გადაუხადოთ 100 000 დოლარი ერთ ადამიანზე ან 200 000 დოლარი ოჯახზე, რომელსაც ორი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე ემატება 50 000 დოლარი.



8. დომინიკა


ღირებულება: $100 000.

მინიჭებული უფლება: უვიზო გასვლა მსოფლიოს 119 ქვეყანაში (მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და შენგენის ქვეყნებში)


image

და კიდევ ერთი კუნძულოვანი ქვეყანა. აქ ყველაფერი მარტივადაა: მოქალაქეობის საყიდლად დომინიკაში ჩასვლაც კი არაა საჭირო. საკმარისია ფული გადარიცხოთ ქვეყნის ბიუჯეტში და პასპორტს სახლში გამოგიგზავნიან.



9. სენტ-ლუსია


ღირებულება: $100 000

მინიჭებული უფლება: უვიზო მიმოსვლა დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ ამერიკასა და შენგენის ზონის ქვეყნებში


image


კარიბის ზღვის კუნძულოვანმა სახელმწიფო სენტ-ლუსიამ სულ ცოტაოდენი ხნის წინ დაიწყო მოქალაქეობის გაყიდვა. პრეტენდენტი ვალდებულია გააკეთოს ინვესტიცია სულ მცირე 100 000 დოლარის ოდენობით. ქვეყანაში ჩასვლა სავალდებულო არაა.



10. ავსტრია

ღირებულება: უცნობია

მინიჭებული უფლება: უვიზო გასვლა მსოფლიოს 173 ქვეყანაში


image

ავსტრია ღიად არ აცხადებს, თუ რა თანხად შეიძლება ქვეყნის მოქალაქეობის ყიდვა, თუმცა პრეტენდენტისაგან მოითხოვს განსაკუთრებულ ტალანტს და წარსულში არაორდინალური წარმატების ისტორიას. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, რას ნიშნავს ეს მოთხოვნა: როგორც ჩანს, ავსტრიის მოქალაქეობის მიღების საშუალება აქვთ მხოლოდ ცნობილ ადამიანებს, მეცნიერებს ან ბიზნესმენებს.



და კიდევ:

ბულგარეთი და გრენადა ასევე გვთავაზობენ ქვეყნის მოქალაქეობას ქვეყნებში გაკეთებული ინვესტიციების სანაცვლოდ. არგენტინა, ბელგია, ურუგვაი, პარაგვაი, ავსტრალია, ჩილე და პანამა კი მოქალაქეობას ანიჭებენ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყნებში გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობენ (კერძოდ, ორიდან ხუთ წლამდე-გააჩნია ქვეყანას).

ასე რომ, თუ ცოტაოდენი ხნის წინ საქართველოს მიერ მოპოვებული ვიზალიბერალიზაცის პირობები არ გაკმაყოფილებთ და რომელიმე ამ ქვეყნის პასპორტის მოპოვება გადაწყვიტეთ, რათა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში შეგეძლოთ მოგზაურობა, ჩაალაგეთ ჩემოდანი, მხოლოდ არა ტანსაცმლით, არამედ მწვანე დოლარებით.

ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ, ჩემო ძვირფასებო!



0
1284
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0