სიახლეები ბოტულიზმი: სიმპტომები, მიზეზები და რაც მთავარია, პირველადი გადაუდებელი დახმარება 2017, 12 სექტემბერი, 15:13 ბოტულიზმი - ინფექციურ-ტოქსიკური დაავადებაა, მისი გამომწვევია სპორებიანი ბაცილა, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულს სისტემას. იგი უმძიმესი დაავადება, რომელიც ინტოქსიკაციითა და ნერვიული სისტემის დაზიანებით მიმდინარეობს. დაავადების ძირითადი განმავითარებელი წყაროა პროდუქტი, რომელიც შეიცავს ტოქსინს და მოხმარებიდან 18-36 საათში იჩენს თავს, დაავადების დამახასიათებელია მხედველობის გაორება, არტიკულაციისა და ყლაპვის დარღვევა, თვალის ქუთუთოს დამბლა.
ჰერმეტულად დალუქული პროდუქტები, რომლებიც ცუდად არიან გარეცხილი ან მოხარშული, დაჩქარებული ტემპით იზიდავენ ტოქსინებს. ასეთი პირობები მათთვის ხელსაყრელია და ისინი უფრო და უფრო მჭიდროდ ერწყმიან ერთმანეთს. ბოტულოტოქსინი - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შხამი დედამიწაზე. შედარებისთვის: იგი ოთხიათასჯერ უფრო ძლიერია ვიდრე გველის შხამი. მაგრამ ნადგურდება დაახლოებით 50-60 გრადუსზე, ეს ტემპერატურა მისთვის გამანადგურებელია. დასკვნა: ყველა პროდუქტი, რომელიც შესაძლოა ცეცხლზე მოთავსდეს, აუცილებლად უნდა გაცხელდეს სწორედ ამ გრადუსებამდე, თუ ეს მის გემოს არ ავნებს. ბოტულიზმის წყაროდ შესაძლოა ყველაფერი გახდეს, რაც კი დედამიწასთან კავშირშია, შეიძლება ეს იყოს ხორცის პროდუქტები, თევზეული, ბოსტნეული, ხილი და სხვა.
ბოტულოტოქსინი გავლენას არ ახდეენს პროდუქტის შესახედაობაზე. მისი გემო, სუნი, ფერი უცვლელი რჩება. სხვადასხვა მეცნიერის აზრით დიარეა და ღებინება ბოტულიზმით დაავადებული ადამიანებში ყოველთვის არ იჩენს თავს. პირიქით ამ დროს მომნელებელი პროცესები თითქოს იყინება და ჩერდება.ექიმების რჩევა.
ერთადერთი რაც თქვენ და თქვენს ახლობლებს ბოტულიზმისგან დაგიცავთ ეს არის, სწორი სითბური დამუშავება ყველა იმ პროდუქტისა რასაც საკვებად იყენებთ. დაივიწყეთ შებოლილი თევზი და ყველანაირი არაფაბრიკული, შინამრეწველური პროდუქტები. სხვა დანარჩენი კარგად და სუფთად მოამზადეთ. ბოტულიზმის აღმოცენების შემთხვევაში აუცილებელია კუჭის სასწრაფო ამორეცხვა, რომელიც სამიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში ამართლებს. ასევე დაგაინტერესებთ სტატიები 1 - რა მდგომარეობაში არიან ჩერნობილში მობინადრე ცხოველები კატასტროფიდან 30 წლის შემდეგ? 2 - დაუყოვნებლივ მოიცილეთ ეს ნივთები სახლიდან! მათ კარგი არაფერი მოაქვთ 4 - 5 საიდუმლო იმისა, თუ როგორ უნდა ავარჩიოთ ტკბილი და გემრიელი საზამთრო 5 - მინიშნება მძღოლებს: რა შემთხვევაში შეიძლება საჭესთან ნასვამი ჯდომა 687 5-ს მოსწონს
|