x
ხანძრების ქრონოლოგია საქართველოში! ეს ინფორმაცია ნამდვილად შემაშფოთებელია!
ხანძარი ! ცეცხლი ! ეს სიტყვები 2017 წლის აგვისტოს თვის განუმეორებელი ნაწილია. დაუზუსტებელი ინფორმაციით 16 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე ხანძრის 508 შეტყობინება დაფიქსირდა. ყველაზე მეტი შეტყობინება კახეთიდან შემოვიდა . ხანძრების სერია აგვისტოს თვეში არ დასრულებულა . სოფელ ართანაში დღესაც ებრძვიან ხანძარს. ყველაზე მაშტაბური იყო ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი, სადაც 100 ჰექტარი ტყის ფართობი დაიწვა.

რით არის გამოწვეული ხანძრების ასეთი სიმრავლე საქართველოში? ვინ და რატომ გვწვავს? ეს კითხვები, ალბათ, ბევრს გვაწუხებს, მაგრამ პასუხის მიღება რთულია. არსებობს მრავალი ვერსია თუმცა...... ( პ.ს ეს დივერსია! )

ამ სტატიაში მოცემული ხანძრების ქრონოლოგია არასრულია. დაუზუსტებელია ასევე ზარალი, რომელიც საქართველოს ფლორამ და ფაუნამ მიიღო.

image



1) 7 აგვისტოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ შეერთებაში გაჩენილმა ხანძარმა 20 ჰექტრამდე ფართობის ბუჩქნარი გაანადგურა.

ხანძარმა ვენახის მცირე ნაწილიც დააზიანა.

image

2) 7 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა თბილისში, დიდ დიღომში. ცეცხლი გაუჩნდა ბალახს. დაიწვა 2 ჰექტრამდე ფართობი.

image


3) 8 აგვისტოს თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე ცეცხლი გაუჩნდა ბუჩქნარს და დაიწვა 2 ჰექტრამდე ფართობი.


image


4) 11 აგვისტოს თბილისში, ავჭალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი. დაიწვა მცირე ტერიტორია.

image


5) 13 აგვისტოს მესტიაში, ბანგურიანის მთაზე გაჩნდა ხანძარი და დაიწვა 2 ჰექტრამდე ტყის მასივი.

image

6) 13 აგვისტოს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საყდრისთან ახლოს გაჩნდა ხანძარი. დაიწვა გამხმარი ბალახი და ბუჩქნარი. ტყის მასივზე ცეცხლი არ გავრცელებულა.


7) 17 აგვისტოს გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი და დაიწვა 2 ჰექტრამდე ფართობი. მისი ლოკალიზება მალევე მოხდა მეხანძრეების და მოსახლეობის დახმარებით.

image



8) 20 აგვისტოს ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში გაჩნდა ხანძარი. მის ჩასაქრობად მეზობელი ქვეყნების დახმარება გახდა საჭირო. ცეცხლს 10 დღის განმავლობაში ებრძოდნენ. სტიქიამ დაახლოებით 100 ჰექტრამდე ტყის მასივი გაანადგურა.image


9) 20 აგვისტოს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი 1500 კვ/მ ფართობზე.

image

10) 20 აგვისტო, დაბა სურამი. 3000 კვ/მ -ზე ცეცხლი წაეკიდა ბუჩქნარს და გამხმარ ბალახს.


11) 20 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჯოში. დაიწვა 1, 5 ჰა ტყის მასივი.


12) 21 აგვისტოს დიღმის მასივის მეორე კვარტალში ცეცხლი გაუჩნადა გამხმარ ბალახს. დაიწვა 5000 კვ/მ ფართობი.

image




13) 22 აგვისტოს დაბა ჟინვალში გაჩნდა ხანძარი . ცეცხლი 1 ჰა ფართობძე გავრცელდა.

image


14) 22 აგვისტოს ატენის ხეობაში, ზემო ბოშურის ტერიტორიაზე დაიწვა 2 ჰექტრამდე წიწვოვანი ტყე.

image


15) 23 აგვისტოს დუშეთში, სოფელ თვალივში 2 ჰა ტყე დაიწვა.


16) 23 აგვისტოს ვარკეთილში ხანძარი გაჩნდა ავტოსადგომის ტერიტორიაზე .1 ჰექტარ ფართობს მოედო ცეცხლი.


17) 23 აგვისტო, სოფელი წეროვანი. ბერტას ქარხანასთან ახლოს ცეცხლი გაუჩნდა ბალახს.


18) 23 აგვისტო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. ხანძარი 20 ჰა ფართობზე გავრცელდა.ცეცხლი აღებული ხორბლის ნარჩენებს წაეკიდა.image


19) 23 აგვისტო, ლაგოდეხი. 5 ჰექტარი ბუჩქნარი დაიწვა.image


20) 24 აგვისტო, დუშეთი. სოფელ თვალივში განახლდა ხანძარი დადაიწვა 4 ჰა ტყის მასივი.


22) 24 აგვისტოს მახათას მთაზე ცეცხლი წაეკიდა 1 ჰექტარზე გამხმარ ბალახს.


image

23) 24 აგვისტოს ხანძარი გაჩნდა ორჭოსანში . მიზეზი რუსეთის საოკუპაციო ძალების წვრთნა იყო.

image


24) 24 აგვისტოს აღაიანთან, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გაუჩნდა გამხმარ ბალახს. ცეცხლი 7 ჰა გავრცელდა.


25) 28 აგვისტოს ახალციხისა და ახალსოფელის სოფლებში იყო ხანძარი, რის შედეგადაც სოფ. სვირში 1 ჰექტარი, ხოლო სოფ. კორხაში 10 ჰექტარი წიწვოვანი ტყის მასივი დაიწვა.


26) 29 აგვისტოს აბასთუმანის ტყეში ცეცხლი მოედო 12 ჰექტრამდე ფართობს.

image


27) 31 აგვისტოს სოფ. ნაფეტვრებში ცეცხლი წაეკიდა გამხმარ ბალახს. ცეცხლი 3 ჰექტარ ფართობზე გავრცელდა.

image



28) 1 სექტემბერს ხანძარი გაჩნდა თბილისში მთაწმინდის ფერდობზე. 2 ჰექტარი ფართობი დაიწვა.

image


29) 2 სექტემბერს თუშეთში, ხახობის მთის ფერდობზე გაჩნდა ცეცხლი. 25 ჰექტარზე გავრცელდა ცეცხლი რთული რელიეფის გამო.

image

30) 2 სექტემბერს სოფ. ართანაში, კოხტას მთაზე გაჩნდა ცეცხლი. ცეცხლის ჩაქრობას დღემდე ცდილობენ, რადგან მცირე კერები კიდევ დარჩენილია.image



31) 2 სექტემბერს ცეცხლი გაუჩნდა ლილოზე პიროტექნიკის საწყობს.

500კვ/მ ფართობი დაიწვა.

image

32) 3 სექტემბერს ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე გაჩნდა ხანძარი. 4 დღის განმავლობაში ხდებოდა ცეცხლის ჩაქრობა.

imageimage

33) 09 სექტემბერს ლაგოდეხის რაიონში, სოფ. უზუმფალაში ცეცხლი გაუჩნდა მეჩეთთან ახლოს გამხმარ ბალახს. დამწვარია 1 ჰექტარი ფართობი. image







პ.ს მადლობა ყველა მეხანძრე-მაშველებს, მეტყევეებს, მოხალისეებს და მეზობელ ქვეყნებს თავდაუზოგავი შრომისთვის .





0
100
2-ს მოსწონს
ავტორი:თიკა-თიკა
თიკა-თიკა
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0