ცომეული კექსის სუპერ უმარტივესი რეცეპტი 2017, 4 ივნისი, 22:04 დამიჯერეთ, თუ გადაწყვეთ კექსის მომზადებას, ამ უმარტივეს რეცეპტს მიჰყევით და უგემრიელეს ტკბილეულს მიიღებთ თქვენთვის და თქვენი მეგობრებისთვის.
შემადგენლობა: 2ც კვერცხი; 4ყავის/ჭ შაქარი; 2ყავის/ჭ მაწონი; 2ყავის/ჭ ზეთი; 6ყავის/ჭ ფქვილი; 1ც ვანილი; 1ც გამაფხვიერებელი; მომზადება: კვერცხს და შაქარს კარგად ავთქვეფთ. შემდეგ მასას დავუმატებთ თანმიმდევრობით და თან ვთქვეფთ ზეთს, მაწონს, ვანილს და გამაფხვიერებელს. ბოლოს კი ხდება ფქვილის შერევა. მასა უნდა იყოს არაჟნის კონსისტენციის მსგავსი. ასევე შეგვიძლია მასაში შევურიოთ ნებისმიერი ხილი ჩვენი სურვილიდან გამომდინარე იქნება ეს ბანანი, ვაშლი თუ ა.შ.( მშრალი რომ არ გამოვიდეს) აუცილებელია ნელთბილ ''ჟარონას'' (მომცრო ზომის) ან ფორმას წავუსვათ ზეთი და ფქვილი მოვაყაროთ მცირე.( უეჭველი აღარ მიიკრავს ) შევდგათ ღუმელში 150გრ-ზე.( შეიძლება გრადუსის დარეგულირება დაგჭირდეთ ღუმელიდან გამომდინარე) ბოლოსკენ ჩხირით შეამოწმეთ თუ გამოუცხვა გული. გემრიელად მიირთვით ! 8596 1-ს მოსწონს
|