x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139017
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512557
გერანი (ბალბა) მთელი წელი რომ ყვაოდეს… უმარტივესი საშუალება!

სინამდვილეში, ეს ჯადოსნური მეთოდია! ვინც გამოსცადა, ყველა გაოცებულია საკუთარი გერანიების ყვავილობით! ისინი მხოლოდ მთელი წლის მანძილზე კი არ ყვავიან, იმხელა ყვავილებს იკეთებენ, ადრე არასდროს რომ არ ჰქონიათ!
ამ საშუალების გამოყენების შემდეგ, მცენარეს არა მარტო ყვავილებზე დაეტყობა ცვლილება, არამედ მთლიანად გაძლიერდება და იმუნიტეტი ისე აუმაღლდება, რომ ფაქტიურად, აღარც მცხუნვარე მზის შეეშინდება, აღარც სიცივის და საერთოდ, ავადაც არასდროს გახდება.


ელექსირის შემადგენლობა ძალიან უბრალო და ხელმისაწვდომია:


წყალი — 2, 7 ლ.
საფუარი — 100 გრ.
შაქარი — 0, 5 ჭიქა


მომზადების წესი:


I. 3 ლ. ქილაში ჩაასხით 2, 6-2, 7 ლ. წყალი და გააჩერეთ 1 დღე-ღამე. ამ დროის მანძილზე, ქლორი ამოქრება და წყალი გათბება.
II. საფუარი გახსენით თბილ წყალში. როდესაც აფუვდება, შაქართან ერთად, დაამატეთ წყალს.
III. დააფარეთ ქილას მარლა და თბილ ადგილზე დადგით. დროდადრო შეანჯღრიეთ.
IV. ხსნარი მზად იქნება, როდესაც დუღილს დაიწყებს. ამის შემდეგ, 1/10 ჭიქა (25 მლ. – 5 ჩ. კ.) გახსენით 1 ლ. წყალში და მორწყეთ მცენარე – 1 ჭ. გაზავებული ხსნარი, შეგიძლიათ 2 კვირაში ერთხელ დაასხათ მცენარეს.


image


imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:imageუნიკალური სახლის მცენარე, რომელიც მავნე ბაქტერიებს და პარაზიტებს ებრძვის და ჰაერს ასუფთავებს

10 საუკეთესო ნატურალური სასუქი ოთახის მცენარეებისთვის



1
11462
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
11462
  
2018, 19 იანვარი, 16:59
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რამდენიმე კითხვა გაჩნდა, სასუქის მოხმარებასთან დაკავშირებით. ამიტომ, იმ კითხვებზე, რომელიც ყველაზე ხშირად ისმება, პასუხს აქ გავცემ: 1. საფუარი ნებისმიერი სახის შეიძლება იყოს, მაგრამ მშრალი უფრო კარგად და ადვილად იხსნება წყალში;
2. საფუარი ბიოლოგიურად აქტიური, ნატურალური კონცენტრატია და ნებისმიერი მცენარისთვის სასარგებლო არის.
3. სასუქი ერთჯერადია და მისი შენახვა 2 კვირით, ან უფრო მეტი დროის მანძილზე არ შეიძლება. იმ შემთხვევაში, თუ ბევრი მცენარე არა გაქვთ, შეგიძლიათ სასუქის ინგრედიენტები პროპორციულად შეამციროთ მაგ., 3-ზე გაყთ და 1 ლ-იან ქილაში მოამზადოთ, 3 ლ-იანის ნაცვლად.
0 1 1