x
image
lady.ge
ვარსკვლავები თეთრი პერანგით- სადა, მარტივი, მოდური

image










ნებისმიერი მოდური, თავმოყვარე ქალი ვალდებულია, რომ მის გარდერობში მოიძებნებოდეს, თუნდაც ერთი, აფსოლუტურად სადა თეთრი პერანგი ან მაისური. წესი თეთრი პერანგის შესახებ, მე არ დამიწესებია, ამ თემაზე, თავის დროზე ლეგენდარული კოკო შანელიც აქტიურად "ღაღადებდა", თუმცა მაისურის ამბავი კი ნამვდვილად მე ჩავამატე, ესეც იმიტომ რომ ჩვენს თანამედროვეობაში, თეთრ პერანგს ბევრისთვის ცვლის თეთრი მაისური. თუმცა მაისურსაც ისეთივე (ან თითქმის ისეთივე) ეფექტი აქვს როგორიც პერანგს. განსაკუთრებით თუ მას ჯინსებზე ვატარებთ. არაერთხელ გამიგონია ძლიერი სქესის წარმომადგენლებისგან, რომ ქალი ყველაზე სექსუალური სწორედ თეთრ მაისურსა და ჯინსებშიაო. ასე რომ ხანდახან ღირს გამოვეწყოთ სადად, მარტივად და პრაქტიკულად. მეტი ინსპირაციისთვის გთავაზობთ ფოტოებს, თუ რას და როგორ უხამებენ ცნობილი სახეები თეთრ პერანგს. თქვენი არ ვიცი და მე ასეთი ფოტო-კოლაჟების თვალიერებისას მუდმივი დილემა "რა ჩავიცვა?" არაერთხელ მომიხსნია დღის წესრიგიდან.image
image


image

1
1812
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
1812
  
2012, 19 ივნისი, 17:11
მაგარია
0 1 1