x
image
_K_
5 თავსატეხი, რომელთა ამოხსხნა მხოლოდ ნამდვილ დეტექტივებს შეუძლიათ
შეამოწმეთ საკუთარი თავი


1. მკვლელობა სკოლაში


სკოლის პირველ დღეს გეოგრაფიის მასწავლებელი მოკლეს. პოლიციას ჰყავს 4 ეჭვმიტანილი: მათემატიკის მასწავლებელი, მწვრთნელი, სკოლის დირექტორი და მებაღე.


ყველა მათგანს ალიბი აქვს:

⚡მათემატიკის მასწავლებელი შუა წლის ტესტს ატარებდა.

⚡მწვრთნელი კალათბურთს თამაშობდა.

⚡დირექტორი თავის კაბინეტში იყო.

⚡მებაღე ბუჩქების შეკრეჭით იყო დაკავებული.


მკვლელი მალევე დაიჭირეს. ვინ მოკლა გეოგრაფიის მასწავლებელი და როგორ ამოიცნო პოლიციამ მისი ვინაობა?

image



2. მარტოხელა კაცი


მოხუცი კაცი მარტოდმარტო ცხოვრობდა ქალაქის გარეუბანში. ის არასდროს ტოვებდა სახლს.

ზაფხულის ერთ პარასკევ დღეს სახლს ფოსტალიონმა ჩაუარა და კაცს დაუძახა. პასუხი არავინ გასცა. ფოსტალიონმა ფანჯარაში შეიხედა და სისხლში მწოლიარე მოხუცი დაინახა. როცა პოლიცია მოვიდა, მან სახლში აღმოაჩინა სამშაბათის გაზეთი, 2 ბოთლი თბილი და 1 ბოთლი ცივი რძე.


მომდევნო დღეს მკვლელი დაიჭირეს. როგორ გაიგო პოლიციამ მისი ვინაობა ასე მალე?

image



3. აბები


სერიული მკვლელი მსხვერპლს ორ აბს აძლევდა ხოლმე და ერთ-ერთის დალევას აიძულებდა სურვილისამებრ. მეორეს თვითონ ყლაპავდა. ერთი აბი უვნებელი იყო, მეორე კი - საწამლავი. მსხვერპლი იღებდა არჩეულ აბს წყალთან ერთად და კვდებოდა, მკვლელი კი ცოცხალი რჩებოდა.


როგორ ახერხებდა მკვლელი, რომ ყოველთვის უვნებელ აბს იღებდა?

image



4. მოპარული ყელსაბამი


მისის სმიტი პოლიციაში მივიდა განცხადებით, რომ მისი ვინტაჟური ყელსაბამი მოიპარეს. პოლიციამ მის სახლში ძარცვის ვერანაირი კვალი ვერ შენიშნა, იმის გარდა, რომ ფანჯარა ჩატეხილი იყო, ოთახშიც არეულობა სუფევდა და იატაკზე ფეხსაცმლის კვალი იყო.


მომდევნო დღეს მისის სმიტი დააპატიმრეს თაღლითობისთვის. რატომ?

image



5. საკანი


ჯეკი საკანშია მოთავსებული, რომელსაც მხოლოდ ერთი ფანჯარა აქვს ისე მაღლა, რომ ჯეკი ვერ წვდება. საკანში არაფერია ერთი ბარის გარდა. ჯეკს საჭმელი არ აქვს და თუ 2 დღეში ვერ გაიქცევა, მოკვდება.


გვირაბის გათხრა არ გამოვა, რადგან 2 დღეზე მეტი დასჭირდება. როგორ უნდა გაიქცეს ჯეკი საკნიდან?

image


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


პასუხები:


1. მკვლელი მათემატიკის მასწავლებელია, მან თქვა, რომ შუა წლის ტესტს ატარებდა, მკვლელობა კი სკოლის პირველ დღეს მოხდა.


2. მკვლელი აშკარად ფოსტალიონი. მას ოთხშაბათისა და ხუთშაბათის გაზეთები სახლთან აღარ მიუტანია, რადგან იცოდა, რომ არავინ წაიკითხავდა.


3. სინამდვილეში, ორივე აბი უვნებელი იყო. საწამლავი წყლიან ჭიქაში იყო, რომელსაც მსხვერპლი აბს აყოლებდა. მკვლელი კი აბს წყლის გარეშე ყლაპავდა.


4. პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ მისის სმიტმა ისინი მოატყუა. ფანჯარა შიგნიდან იყო ჩამტვრეული. გარედან რომ ყოფილიყო, ნამსხვრევები ოთახის იატაკზე იქნებოდა.


5. ჯეკმა ბარი კედელს უნდა მიაყრდნოს, აძვრეს მასზე და გადავიდეს ფანჯრიდან.



–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:


მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ ამ თავსატეხების 30 წამში ამოხსნა

image

0
1415
6-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1415
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0