x
image
_K_
7 სახალისო თავსატეხი გონების გასავარჯიშებლად
2012 წელს გამოქვეყნებული მეცნიერული კვლევის მიხედვით, ალცჰაიმერის დაავადების რისკი მნიშვნელოვნად მცირდება მათთვის, ვინც რეგულარულად ავარჯიშებს გონებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც აქტიურად თამაშობენ ჭადრაკს ან ხსნიან ამოცანებს, ალცჰაიმერი ან დემენცია (ჭკუასუსტობა) გაცილებით იშვიათად ემართებათ.


სტატიაში 7 თავსატეხს შემოგთავაზებთ, რომლებიც გონების გავარჯიშებაში დაგეხმარებათ. წარმატებებს გისურვებთ!








1. რომელი მათგანია დაქორწინებული?

image




პასუხი

image


image








2. დევნა


დეტექტივი კრიმინალს მისდევდა, რომელიც ერთი მარტოხელას სახლში გაიქცა. სახლის მეპატრონემ დეტექტივი შეიპატიჟა.

დეტექტივმა ჰკითხა: "ვინმე შემოვიდა აქ"?

მეპატრონემ უპასუხა: "არა, არავინ შემოსულა და არავინ გასულა".

დეტექტივმა ჰკითხა: "ოჯახთან ერთად ცხოვრობ"?

მეპატრონემ უპასუხა: "არა, მარტო ვარ".

დეტექტივმა ჰკითხა: "კარგი, გმადლობ. სიგარეტი გინდა"?

მეპატრონემ უპასუხა: "არა, არ ვეწევი".

დეტექტივმა უთხრა: " სულ მცირე, 3 არგუმენტი მაინც მაქვს, რომ იტყუები".


რა შეამჩნია დეტექტივმა ოთახში?

image





პასუხი

imageimage








3. გაქცევა


დიდი ხნის წინ ერთ სამეფოში ცხოვრობდა მეფე, რომელიც თავისი იმპერიის დატოვების უფლებას არავის აძლევდა და არც უცხოელებს უშვებდა შიგნით. არსებობდა ერთადერთი ხიდი, რომელიც მის სამეფოს გარე სამყაროსთან აკავშირებდა. გაცემული იყო ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა, ვინც სამეფოს დატოვებას შეეცდებოდა, უნდა მოეკლათ, ისინი კი, ვინც შემოსვლას ეცდებოდნენ, უკან გაებრუნებინათ.


ხიდს მცველი იცავს, რომელიც თავის ქოხში 5 წუთით ისვენებს ხოლმე და შემდეგ ისევ საგუშაგოს უბრუნდება. ხიდზე გადასასვლელად კი 8 წუთია საჭირო.


მხოლოდ ერთმა ქალმა მოახერხა გაქცევა. როგორ?

image





პასუხი

imageროცა დაცვა დასასვენებლად ქოხში იყო შესული, ქალმა ხიდის გადაკვეთა დაიწყო. 5 წუთის შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით შემობრუნდა, თითქოს სამეფოში მოდიოდა. სამეფოში მას საბუთები მოთხოვეს და რადგანაც არ ჰქონდა, უკან გააბრუნეს.








4. ყვინთვა


ბიჭმა გადაწყვიტა, აკვალანგით ეცურა, თუმცა, პირველი ყვინთვისას დაიკარგა წყლის ქვეშ. მან ზედაპირზე დასაბრუნებელი გზა არ იცოდა და ამასთანავე, ჟანგბადიც ეწურებოდა.


როგორ იპოვა ბიჭმა გზა ზედაპირისკენ?

image






პასუხი

imageსაითაც ბუშტუკები მიდიან, ზედაპირიც იქითაა.








5. იდუმალი სიკვდილი


დეტექტივი მაღალსართულიან შენობასთან ახლოს, ასფალტზე მწოლიარე მკვდარ ქალს აკვირდება. ყველა ფიქრობს, რომ ის ერთ-ერთი ფანჯრიდან გადმოხტა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამბის გამოსაძიებლად დეტექტივი შედის პირველ სართულზე, აღებს დაკეტილ ფანჯარას, აგდებს მონეტას და შემდეგ ამ მოქმედებას იმეორებს ყველა დარჩენილი სართულის ყველა ფანჯარასთან.

ბოლოს ის ასკვნის, რომ ქალი მოკლეს.


როგორ დაადგინა დეტექტივმა ეს?

image





პასუხი

imageთუ ყველა ფანჯარა ყველა სართულზე დაკეტილი იყო, ქალი ფანჯრიდან ვერ გადმოხტებოდა და სუიციდით ვერ დაამთავრდება ცხოვრებას.








6. კასეტა


პოლიციამ მკვდარი მამაკაცის სხეული იპოვა, რომელსაც ხელში კასეტა და იარაღი ეჭირა. როცა კასეტას მოუსმინეს, გაიგეს ხმა: "სიცოცხლისთვის მიზეზი აღარ მაქვს", რასაც იარაღის გასროლა მოჰყვა. პოლიციამ დაადგინა, რომ მამაკაცი მოკლეს.


როგორ მიხვდა პოლიცია ამას?

image





პასუხი

imageთუ ადამიანმა თავი მოიკლა, კასეტაზე გადახვევის ღილაკს ვინ დააჭირა?








7. თაფლობის თვე


ახალდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვეზე წავიდა, თუმცა, მამაკაცი მოგზაურობიდან მარტო დაბრუნდა და განაცხადა, რომ მისი ცოლი უბედურ შემთხვევაში დაიღუპა. პოლიციამ კაცი დააპატიმრა და უთხრა: "მოგზაურობის აგენტის მიხედვით, ცოლი შენ მოკალი"!


საიდან იცოდა აგენტმა, რომ კაცმა მოკლა ცოლი?

image






პასუხი

imageკაცმა უკან დასაბრუნებლად მხოლოდ ერთი ბილეთი შეიძინა თავისთვის.





თქვენ რამდენი თავსატეხის გამოცნობა შეძელით? გაგვიზიარეთ❤

image







ასევე დაგაინტერესებთ:


1. მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ ამ თავსატეხების 30 წამში ამოხსნა

image


2. 7 დამაბნეველი ამოცანა

image


3. დავალება ყველაზე დაკვირვებულებს - შეძლებთ ფოტოზე ყველა შეცდომის პოვნას?

image


4. 5 თავსატეხი, რომელთა ამოხსხნა მხოლოდ ნამდვილ დეტექტივებს შეუძლიათ

image


5. ვინ გატეხა ლარნაკი? თქვენი არჩევანი ბევრ რამეზე მეტყველებს

image


0
501
5-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
501
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0