სხვა ახალგაზრდა დედამ თავი მოიკლა გაცნობის საიტზე მისი ყალბი გვერდის აღმოჩენის გამო 2017, 6 სექტემბერი, 19:32 შოტლანდიელმა ახალგაზდა ქალმა ქალაქ კამბუსბარონიდან, 23 წლის ლიენ მორისონმა(Leanne Morrison) თავის ყალბი გვერდი აღმოაჩინა Tinder-ის გაცნობის საიტზე.
უცნობი ადამიანები მას დასცინოდნენ, ამცირებდნენ და მის მონაცემებს მამაკაცებს აძლევდნენ, გოგონამ ვერ გაუძლო დამცირებას და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.ლიენს 4 წლის ბიჭუნა მეისონი დარჩა.
29 აგვისტოს ღამით ლიენმა მეგობრების წრეში საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა, ამ დღის შემდეგ იგი ცოცხალი აღარავის უნახავს. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ლიენმა შემდეგი შინაარსის პოსტი დადო "ფეისბუქზე": "მინდა განვმარტო რაღაცეები:ვერავინ მოაღწევს ჩემამდე თავის საცოდავი, საზიზღარი ტყუილებით.რაც გინდათ ილაპარაკეთ და იფიქრეთ ჩემზე, ეს მე არ მაღელვებს." სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ლიენმა უფრო ოპტიმისტური პოსტი დადო:"ხანდახან რაღაცაც ვაფუჭებთ, თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ კეთილი ხალხი არ იკარგება, როდესაც შეცდომებს ვუშვებთ." პოლიციამ დაადგინა, რომ გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი სოციალურ ქსელში მუდმივი დამცირება და შეურაცხყოფა გახდა.პოლიციამ დაადგინა უკვე ეჭვმიტანილი, რომელიც ლიენ მორისონის ყალბ ექაუნთს იყენებდა გაცნობის საიტზე. როგორც ლიენის ახლობელები აცხადებენ, ბოლო დროს გოგონას ცხოვრებაში რიგი უსიამოვნო შემთხვევები ჰქონდა, ფსიქოლოგთანაც კი დადიოდა, ამასთანვე დაშორდა მეგობარ მამაკაცსაც, თუმცა საქმე თუ თვითმკვლელობამდე მივიდოდა, არ ეგონათ. 330 6-ს მოსწონს 1-ს არა
|