x
image
ალექსანდრე ლექსო
პროდუქტები, რომლებიც ჩვენი სხეულის უსიამოვნო სუნს იწვევენ

აღმოჩნდა, რომ რასაც მივირთმევთ პირდაპირ კავშირშია ჩვენი სხეულის სურნელთან.



პომიდორი




image


ბრიტანელმა მეცნიერმა ჩარლზ სტიუარტმა შენიშნა, რომ პომიდორის ღეროს ზეთის სუნი მისი ოფლის სუნის მსგავსი იყო. მან შეისწავლა ამ დამთხვევის მიზეზი. აღმოჩნდა, რომ სუნის გამომწვევი პომიდორის შემადგენლობაში მყოფი კაროტინოიდები იყო.



ექსპერიმენტმა დაადასტურა პირდაპირი კავშირი შეჭმული პომიდორების რაოდენობასა და ოფლის სუნის გაძლიერებას შორის. ამიტომ პომიდორები ზომიერად უნდა მივირთვათ.



რძის პროდუქტები



image


გასაკვირია, რომ სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის თითქმის მთელი მოსახლეობა და ამერიკელი ინდიელების უმრავლესობა ლაქტოზას შეუწყნარებლობით იტანჯება. ამ ფერმენტის უკმარისობა იწვევს გაზების წარმოქმნას და მუცლის შებერილობას ანუ მეტეორიზმს.


ზოგჯერ არასწორი მეტაბოლიზმის გამო, რძის მიღების შემდეგ ოფლს კომბოსტოს სუნი აქვს. როცა ორგანიზმს არ შეუძლია დაშალოს რძის შემადგენლობაში მყოფი ლეიცინი, იზოლეიცინი და ვალინი ოფლს ნეკერჩხლის სიროფის სუნი აქვს.


თუ თქვენ ასეთი სიმპტომები არ აღგენიშნებათ, შეგიძლიათ თამამად მიირთვათ რძე.



თევზი


image



თევზის შემადგენლობაში დიდი რაოდენობითაა ვიტამინი А. ზოგიერთ თევზის სახეობაში, მაგალითად, კალმახში ბევრი ჰოლინია (ვიტამინი B4), რომელიც ოფლს თევზის სუნის არომატს აძლევს.


ზოგიერთ ადამიანში ჰოლინით მდიდარი საკვები იწვევს ტრიმეტილამინურიას –"თევზის სუნის სინდრომს". მისი განკურნება წამლებითა და სპეციალური დიეტით ხდება.



კომბოსტო


image



ბროკოლი, ფერადი და ჩვეულებრივი კომბოსტო ძალიან სასარგებლოა. კალიუმისა და ანტიოქსიდანტების გარდა შეიცავს დიდი რაოდენობით გოგირდს. სწორედ ეს გვიქმნის პრობლემებს.


გოგირდი იშლება ისეთ ნივთიერებებად, რომელთა სუნიც რამდენიმე საათის განმავლობაში არ გადის.ამას გარდა მეტეორიზმსაც იწვევს.

არ ღირს საერთოდ უარი ვთქვათ კომბოსტოს მიღებაზე, რადგან ის ძალიან სასარგებლოა. მაგრამ მისი რაოდენობა რაციონში უნდა ვაკონტროლოთ.



ჩილი, ხახვი, ნიორი


image



ნიორი, ხახვი, პილპილი ჩილი შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმიდან ოფლით და ფილტვებიდან გამოდის. თუ თქვენ რომანტიკულ შეხვედრას გეგმავთ, მათ მიღებას არ გირჩევთ, რადგან სუნი რამდენიმე საათს არ გაქრება.



ალკოჰოლი



image


ნასვამი კაცი რომ მის გარშემო ჰაერს არ ამშვენიერებს, ცნობილია. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ღვიძლი ალჰოკოლს მთლიანად ვერ გადაამუშავებს. გადაუმუშავებელი ალკოჰოლი იწყებს მოძრაობას სისხლძარღვების მეშვეობით მთელ სხეულში და ბოლოს ფილტვებიდან ამოიფრქვევა.


რადგან ორგანიზმი ალკოჰოლს შხამად მიიჩნევს, იგი სასწრაფოდ გადაამუშავებს სპირტს უსაფრთხო ძმარმჟავად, რომელიც შემდგომ მკვეთრსუნიანი ოფლის სახით გამოიყოფა.



თალგამი და ბლოკი



image


ეს ორივე ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა და ხალხურ მედიცინაშიც ხშირად იყენებენ. მაგრამ მათი მკვეთრი სუნი შეიძლება რამდენიმე საათს არ გავიდეს. უფრო ნაკლებსუნიანი იქნება მათი მოხარშული სახით მიღება, მაგრამ ხარშვისას ბევრი სასარგებლო ელემენტი იკარგება.


ერთერთი ხალხური რეცეპტი ხშირი ოფლიანობის საწინააღმდეგოდ გვირჩევს გამოვიყენოთ ... ბოლოკის წვენი. ამ დროს ჰომეოპატიის მთავარი პრინციპი გავიხსენოთ – "similia similibus curantur", რაც ნიშნავს – მსგავსი მსგავსით იკურნება.



ცერცვი



image

ცილა, რომელიც ცერცვშია ძნელად გადამუშავდება. მათი გადაუმუშავებელი ნაწილი ნაწლავებამდე აღწევს და მიკრობებს კვებავს, რაც გაზების წარმოქმნას აძლიერებს.

მაგრამ მისი რაციონიდან ამოღება არ იქნება სწორი, ცერცვი ბევრ ვიტამინს B, B2, PP, А და С შეიცავს, მდიდარია ფტორით, ლიმონმჟავით, რკინით და სხვა, ადამიანისთვის აუცილებელი ელემენტებით.


გაზების შესამცირებლად მარტივი ხერხი არსებობს: ცერცვი 8 საათის განმავლობაში წყალში უნდა დავალბოთ.


თამბაქო


image


თამბაქოში შემავალი ნიკოტინი და სხვა ელემენტები ფილტვებიდან სისხლში ხვდება და ორგანიზმიდან გამოსვლისას ცვლის ოფლის სუნს, აუარესებენ სუნთქვის არომატს, აფუჭებენ კბილების ფერს.


თამბაქოს მოწევა ორგანიზმის ბუნებრივ ფიზიოლოგიური პროცესს ცვლის, ამის გამო მწეველები უფრო მეტად ოფლიანდებიან არამწეველებთან შედარებით.




0
331
1-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0