სამოქალაქო დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 2017, 5 სექტემბერი, 13:00 ე.წ ციანიდის საქმეზე განაჩენი ცოტახნის წინ გახდა ცნობილი. ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ გულიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
მოსამართლემ წარდგენილი-სსკ-ის 18-108 მუხლი 19-108 მუხლით გადააკვალიფიცირა და დეკანოზ გიორგი მამალაძეს განზრახ მკვლელობის მომზადებაში დაედო ბრალი. ამასთან, დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2-წლიანი პატიმრობა იარაღის ნაწილშიც მიესაჯა.
განაჩენის გამოცხადება თავად დეკანოზი გიორგი მამალაძე არ დასწრებია.
დეკანოზი 8 თვეა, რაც პატიმრობაშია. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეკანოზი გიორგი მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს. ![]() 31 1-ს მოსწონს
|