x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნიუ-იორკში წყვილმა ავტობუსში იქორწინა
imageნიუ-იორკში კარა მულინსმა(Kara Mullins) და ოსვალდო ხიმენესმა(Osvaldo Jimineс) საქალაქო სვლაგეზის ავტობუსში იქორწინეს.


ცერემონიას ესწრებოდა 50 სტუმარი და ავტობუსის შემთხვევითი მგზავრები.აღსანიშნავია, რომ ქორწილის ტრანსლაციას ტელეარხი NY1 პირდაპირ ეთერში გადასცემდა.


მომავალმა მეუღლეებმა 13 წლის წინ, სწორედ ამ სარეისო ავტობუსში გაიცნეს ერთმანეთი, სასიძომ NY1-ს განუცხადა, რომ ავტობუსში ქორწილის გადახდის იდეა მას დაებადა, ხოლო მეუღლემ ამ წინადადებას მხურვალედ დაუჭირა მხარი.


წყვილს ჯვარი დაწერა მათმა ნაცნობმა, რომელმაც "უნივერსალური ცხოვრების ეკლესიიდან" სპეციალურად მიიღო მღვდლის სტატუსი. ეს ეკლესია ყველა აღმსარებლობის მსურველს ანიჭებს ჯვრის წერის უფლებას.



(შენიშვნა:უნივერსალური ცხოვრების ეკლესია(Universal Life Church, ULC, )-ახალი რელიგიური მიმდინარეობა, რომელსაც აშშ-ჩაეყარა საფუძველი 1959 წელს, ULC-ს არ გააჩნია ტრადიციული ეკლესიური დოქტრინები, მისი პრინციპია "გააკეთე ის, რაც ჭეშმარიტია".თითოეული მღვდელი დამოუკიდებლად განკარგავს, თუ რომელი რელიგიურ- ფილოსოფიური სისტემით უნდა აღავლინოს მღვდელთმსახურება.)



0
58
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0