x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138398
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
როგორ ხედავს ადამიანი 15 სხვადასხვა მდგომარეობაში (ალკოჰოლი, ნარკოტიკი და ა.შ.) - ეს ბევრს აინტერესებს!
image

ზოგისთვის ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ თქვენ გვერდით მყოფი ადამიანები შეიძლება ერთი და იმავე რეალობას სხვადასხვაგვარად ხედავდნენ. ამის დაჯერება უფრო მარტივი იქნება, თუ ქვემოთ წარმოდგენილ სურათებს დავაკვირდებით. ფოტოებზე ერთი და იგივე სურათია ნაჩვენები, რომელსაც ადამიანი სხვადასხვა ასაკში, მხედველობის სხვდასხვა დარღვევისა თუ სხვადასხვა ნარკოტიკის ზემოქმედების მდგომარეობაში სხვადასხვაგვარად ხედავს.



image


1. ბევრს ჰგონია, რომ სიელმის დროს ადამიანი ყველაფერს გაორებულს ხედავს ან საერთოდ, ერთდროულად ორი გვერდის დანახვა შეუძლია. სინამდვილეში, ამგვარის დარღვევის მქონე ადამიანის ტვინი უბრალოდ იგნორირებას უკეთებს გამოსახულებას, რომელსაც მისი ერთი თვალი ხედავს, რათა თავიდან აიცილოს გაორება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ერთ თვალზე ხელს ავიფარებთ, ზუსტად ისე დაინახავთ რეალობას, როგორადაც ელამი ადამიანი ხედავს.



image


2. ახლომხედველობის დროს ფონი ბუნდოვანია, წინა პლანი კი ფოკუსშია მოქცეული.

image


3. შორსმხედველობის დროს კი, პოროქით, ფონი, მთელი დეტალებით, ფოკუსშია, წინა პლანი კი - გაბუნდოვანებული.


image
4. ასე ხედავენ ადამიანები პრაქტიკული სიბრმავის დროს. ისინი არჩევენ აბსტრაქტულ სილუეტებს, ფერებსა და შუქს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, საზოგადოებაში ისინი აბსოლუტურ ბრმებს უთანაბრდებიან, რადგან არ შეუძლიათ "სრულფასოვანი ხედვა".

image
5. ასე დაინახავს სურათს ის, ვისაც შერჩენილი აქვს სინათლის ნაწილობრივი შეგრძნება: მათ შეუძლიათ სინათლისა და სიბნელის გარჩევა. ჩვეულებრივ, ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მხედველობა დაკარგეს გაცნობიერებულ ასაკში.


image
6. სრული სიბრმავე - აბსოლუტური სიბნელეა. თუმცა დაბადებიდან ბრმა ადამიანმა ისიც კი არ აიცის რა არის თავისთავად სიბნელე ან შავი ფერი.


image
7. არსებობს დალტონიზმის რამდენიმე ფორმა. სურათზე გამოსახულია ის, თუ როგორ ხედავს დალტონიზმის ყველაზე გავრცელებული ფორმის, დეიტერანომალიის მქონე ადამიანი. ამ დროს ფერებს ეკარგება სიხასხასე - ეს განსაკუთრებით ეხება მწვანესა და წითელს.


image


8. ასე ხედავს ახალშობილი დაბადებისთანავე: გამოსახულება თითქმის მთლიანად ბუნდოვანია. მარტივად რომ ვთქვათ, ახალშობილს შეუძლია მხოლოდ სინათლის არსებობა/არარსებობის შეგრძნება.


image


9. პირველივე თვეში იწყებს ბავშვი მსხვილი საგნების და 20 სმ-მდე მდებარე საგნების (მაგალითად, დედის, რომელიც აჭმევს) გარჩევას.


image


10. 3 თვის შემდეგ ბავშვი მშობლების სახეების გარჩევას იწყებს, 6 წლისა კი ფერებსაც არჩევს (განსაკუთრებით წითელს და ყვითელს).


image
11. ცხადია, საქმე ეხება არა უბრალოდ სადილზე მირთმეულ ერთ ჭიქა ღვინოს, არამედ ალკოჰოლურ სიმთვრალეს.


image
12. კანაფის მოწევის დროს გარემოს აღქმა მთვრალი ადამიანის აღქმას წააგავს.


image
13. ამგვარი ეფექტი კი ე.წ. LSD-ს მიღების შემდეგ წარმოიქმნება.


image


14. კოკაინის მიღებისას ყველა შეგრძნება მძაფრდება: რეალობის სურათი უფრო "სავსე", კაშკაშა და ოდნავ გამრუდებული ხდება.


image
15. ჰეროინის ვიზუალური ეფექტები უკვე არც ისე მნიშვნელოვანია, რადგან თავად ცხოვრება ყველანაირ აზრს კარგავს და მთელ სხეულს ეიფორიის შეგრძნება ეუფლება.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. რა ხდება სინამდვილეში, როცა თითებს ვატკაცუნებთ - ის, რაც აქამდე შეცდომით ვიცოდით!

image

2. რასთან უნდა ვატაროთ ბოტასები და კედები - არ დაუშვათ შეცდომა, ეს ბევრმა არ იცის!

image

3. ერთადერთი ეფექტური მოძრაობა სახის გახდომისა და გასწორებისთვის - შედეგი გაგაოცებთ!

image

4. რაზე მიანიშნებს ფრჩხილებზე თეთრი ზოლები და ლაქები - გაითვალისწინეთ!

image

5. რატომ არ ემართებათ მკერდის კიბო ჩინელ ქალებს - საიდუმლო, რომელმაც მსოფლიო შეძრა!

image

6. თუ ტუალეტში გინდათ და ვერ შედიხართ, იფიქრეთ ამაზე... რჩევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

image

7. დავალებამ, რომელიც ამ მასწავლებელმა მოსწავლეებს მისცა, ინტერნეტი დაიპყრო

image







0
1694
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1694
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0