სხვა აშშ-ში დედამ 6 წლის ტყუპი გოგონები მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა 2017, 3 სექტემბერი, 15:49 ![]() ქალაქ ჯოლიეტში(შტატი ილიონისის, აშშ)41 წლის სელისა ჰენინგი და 6 წლის ტყუპი დები საკუთარ სახლში გარდაცვლილები ოჯახის უფროსმა მენ ჰენინგმა აღმოაჩინა, იუწყება Daily Mail-ი. ![]() როგორც სელისას დედამთილმა, დენისა ჰენინგმა განაცხადა, მისი ვაჟი სელისაზე 10 წლის წინ დაქორწინდა, ბავშვები სულ ახლახანს პირველად წავიდნენ სკოლაში, სელისა მთელ დროს ბავშვების აღზრდას და განათლებას უთმობდა. ტრაგედიის დღეს ბავშვები ჩვეულებრივ დედასთან დარჩნენ, მამა მას შემდეგ აღელდა, როდესაც მთელი დღის განმავლობაში ცოლთან დაკავშირება ვერ შეძლო. ![]() პოლიცია გამოძიებას აგრძელებს და ცდილობს დაადგინოს მკვლელობა-თვითმკვლელობის მიზეზი. 189 7-ს მოსწონს 1-ს არა
|