x
image
ბოჩოლა
ღვარცოფიდან 500-მდე მეტრში-ბეჩოს ხეობაში მოსახლეობა შველას ითხოვს
მესტიის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად სოფელი მაზერი სტიქიური კატასტროფის წინაშე დგას.

ბეჩოს ხეობაში უშბის მისადგომებიდან მოწყვეტილი ღვარცოფი საცხოვრებელი სახლებიდან 500–მდე მეტრშია. სოფელს ამ დროდე არ მიეწოდება წყალი. ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ სამუშაოები დროულად არ დაიწყება, სესაძლოა,

განმეორებით მეწყერს ფატალული შედეგი მოჰყვეს. ადგილოვრივები ირწმუნებიან, რომ წვიმის შემთხვევაში, ქვა ღორღი და მიწა სოფელს დამეწყრავს. უკვე მეორე დღეა დახმარებას ითხოვენ მესტიაში.

მიუხედავად საშიშროებისა, ხელისუფლება გეოლოგიურ დასკვნას ელოდება, შესწავლა-დაგეგმარებას 15 დღე სჭირდება. ხელისუფლებაში მოსახლეობის უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანის აუცილებლობას ვერ ხედავენ.


image


0
58
2-ს მოსწონს
ავტორი:ბოჩოლა
ბოჩოლა
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0