x
image
ბოჩოლა
ხანძარი კახეთში: კოხტას მთის ფერდობს ცეცხლი უკიდია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის image
მახლობლად, კოხტას მთის ფერდობზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩართულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ცეცხლი დილას შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. კახეთის სახანძრო-სამაშველოს სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ ცეცხლის ადგილამდე ტექნიკის მისვლა შეუძლებელია, ამიტომ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილამდე ფეხით უწევთ მისვლა.

ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:ბოჩოლა
ბოჩოლა
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0