x
image
გემი დალანდი
არ მიიღოთ ეს საჩუქრები,მათ წარუმატებლობა მოაქვთ
ხალხურ სიბრძნეს და გამოცდილებას თუ ვენდობით, არსებობს საჩუქრები, რომლებზეც უმჯობესია უარი თქვათ:

image

1.დანა

დანა, მაკრატელი და სხვა მჭრელი ნივთები თავად უნდა შეიძინოთ.ეს ნივთები უარყოფით ენერგიას იზიდავენ. და თუ მაინც დაჟინებით ჩაგაცივდებიან, რომ საჩუქარი მიიღოთ, გადაუხადეთ მჩუქებელს ფული, სიმბოლური თანხა.



2.საათი

ეს ნივთი დროს ითვლის, თითქოს არაფერია განსაკუთრებული, მაგრამ მათ გაჩერებაც ახასიათებთ.იმისათვის, რომ საჩუქარმა ბედნიერი ცხოვრების დასრულება არ განასახიეროს, აჩუქეთ მაგიერში მჩუქებელს მონეტა.


3.საფულე

ცარიელი საფულის მიღებით შემოსავლის დაკარგვით რისკავთ.მასში თუნდაც ერთი მონეტა უნდა ეგდოს. უმჯობესია, უარი თქვათ ამ საჩუქარზე.


4.ცხვირსახოცი

ეს ნივთი ცრემლებსა და მწუხარებას უკავშირდება, თანაც არც მაინცდამაინც პრაქტიკულია.


5.მარგალიტი

ეს საჩუქარი უბედურებას, დანაკარგს და ავადმყოფობას იზიდავს. ბევრ ქვეყანაში ის ქვრივ-ობლების ცრემლების სიმბოლოა.


6.სარკე

სარკე მისტიური ნივთია, რომელსაც შეუძლია სილამაზე და ახალგაზრდობა მოგპაროთ. განსაკუთრებით უფრთხილდით ანტიკვარულ სარკეებს.


7.თათმანები

თათმანები მაგიურ რიტუალებს უკავშირდება, რომლებიც პირადულზე ახდენენ გავლენას.


გახსოვდეთ, თუ საჩუქარდ სუფთა გულით გჩუქნიან, ვერავითარი მისტიური ძალები ზიანს ვერ მოგაყენებენ.

0
387
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0