x
image
ნინო ბაისონაშვილი
პაციფიზმი ვროპაში პირველი მსოფლიო ომის დროს
“პაციფიზმი“ - თვითონ ტერმინი პირველად 1900 წელს გამოიყენა ემილ არნომ, მშვიდობის და თავისუფლების საერთაშორისო ლიგის პრეზიდენტმა, რომელსაც ამით მთელი ფილოსოფიის და სამოქმედო დოქტრინის განსაზღვრა სურდა. მისი აზრით, პაციფიზმს გაცილბით ფართო ადგილი უნდა დაეკავებინა საერთაშორისო პოლიტიკაში.

image

ფრანგული პაციფიზის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი იყო ჟან ჟრე



1907 წელს მიუნხენში გამართულ მშვიდობის რიგით მე-16 საერთაშორისო კონგრესზე მისი მნიშვნელობა შემდეგნაირად განსაზღვრეს:



“ პაციფიზმი არის იმ ქალების და კაცების გაერთიანება, ეროვნების განურჩევლად, რომლებიც იყენებენ ყველა საშუალებას, რათა წაშალონ ომი ადამიანთა მეხსიერეიდან, შექმნან ეპოქა ძალადობის გარეშე და კონფლიქტები საერთაშორისო სამართლის ძალით გადაწყვიტონ“.


ფრანგულ-გერმანული კონფლიქტის გადაწყვეტის და ორი ქვეყნის მორიგების საქმეში პაციფისტები პიონერები აღმოჩდნენ. ისინი, ზოგადად, ემიჯნებინ ანტიმილიარისტებს და დეფეტისტებს(მარცხმოქადაგეებს). ისინი უფრო მეტად პატრიოტები არიან, რომლებსაც სჯერათ, რომ მათი სამშობლო მხოლოდ სხვა ერებთან მშვიდობიანი ურთირთობების გზით შეძლებს განვითარებას და პროგრესს, მაგრამ პაციფიზმი ზოგჯერ შთანთქავს ერებს . ევროპული გაერთიანება მეორე მსოფლიო ომის შმდეგ იყო სწორედ პაციფისტური აზროვნების ნაყოფი.


აქედა გამომდინარე, საჭიროა განვასხვავოთ პაციფიზმის რამდენიმე ფორმა და ხარისხი. რადიკალური პაციფიზმი, რომლიც ომის კატეგორიული წინააღდეგია და ომს ურჩევნია, რომ თავისუფლება ნებაყოფლობით დათმოს.


პაცფზმის მეორე, შედარებით კონსტრუქციული ფორმა, ესაა ის პაციფიზმის, რომელიც იღებს გამოწვევას, ნაწილობრივ პაციფისტად რჩება, რომელიც თვლის ომს არაჰუმანურად და ირაციონალურად, მაგრამ ზოგჯერ გარდუვალ აუცილებლობად, აღიარებს რა, რომ არსბობს სამართლიანი ომიც.

პაციფიზმი მაინც რწმენაა იმის შესახებ, რომ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სჭიროა მშვიდობა და არა ომი.


ქონოლოგიურად, სამი ეტაპის გამოყოფა შეიძლება

1) პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდი 1923 წლამდე, -ვიდრე ფრანგები რურს დაიკავბდნენ(გერმნელები რურის ბრძოლადაც მოიხსენიებენ ხოლმე )


2) ეგრეთ წოდებული ლოკარნოს ზავი, როცა პოლიტიკური კლიმატი, ძირითადად, პაციფიზმისკენ იხებოდა 1924 წლიდან


3)პაციფიზმი ძალიან ცოტახანს გაგრძლდა, დაახლოებით ერთი დეკდა. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ომი ისევ გამოჩნდა ჰორიზონტზე. 1933 წელს ჰიტლერული გერმანიაში იგი საერთო აკრძალეს, საფრანგეთში კი პროცესი ჩიხში შევიდა.


პაციფიზმის განვიტარებაში უდიდესი როლი შეასრულა მწერლობამ .

ერიხ მარია რემარკი, გერმანელი მწერალი, რომელიც თავად მონაწილეობდა ომში, წერს და აქვეყნებს რომანს : დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ .ნაწარმოების ლაიტმოტივი ომის აბსურდულობაა, ომის, როგორც უდიდესი ბოროტების წარმოჩინებაა. განსხვავებით მანამდე შექმნილი გმირულ-ჰეროიკული ლიტერატურისა, რემარკმა ომი წარმოაჩინა ურჩხულად, რომელიც პოლიტიკოსთა ამბიციებს სწირავს ახალგაზრდებს, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას .

კამიუ აქვეყნებს : “შავ ჭირს“, რომელიც ომის ალეგორიაა, სარტრი -“კედელს “ ...

რასაკვირველია, ყველაფერი ერთად ერთგვარი სიმულატორის როლს ასრულებდა ევროპული პაციფიზმის ჩასახვასა და განვითარებაში.

4
159
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
159
  
2017, 2 სექტემბერი, 11:08
მადლობა , მეგობარო . მე ყოველთვის კრიტიკულად ვუურებ ხოლმე ჩემს დაწერილს. კამიუ გენიაა , მანდ ორი აზრი არ არსებობს
2017, 2 სექტემბერი, 11:03
სტატია სუპერია!
2017, 2 სექტემბერი, 11:02
ნინო, გენიალური ხარ. გლოცავ. ალბერ კამიუს ვახლავარ. მიყვარს პაციფიზმი.
2017, 2 სექტემბერი, 11:02
მე ანარქო-პაციფისტი ვარ.
0 1 4