იუსტიციის სამინისტროს ბრძანებით, უფასოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. საარჩევნო სიის დახვეწის მიზნით სახელმწიფო სერვიზების განვითარების სააგენტო მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს უფასოდ მისცემს. ამ დრომდე არაერთი აქცია განხორციელდა, რომელთა ფარგლებში უკვე 1 000 000–ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო. დღეის მდგომარეობით, საქართველოს 2 000 000–ზე მეტი მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას, რომელიც ეროვნული, ევროპული და უსაფრთხო სახელმწიფო დოკუმენტია.
აქცია იმ მოქალაქეებს შეეხება, ვისაც არ გააჩნია არცეთი მოქმედი ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
პირადობის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლის ფილიალებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.