ქალი და მამაკაცი "წელიწადში სამჯერ რომ კაცს ან ქალს იცვლიან, მაგას არ ჰქვია "ბოიფრენდი" და "გერლფრენდი". ეგ ბოზობაა, აქაც და ამერიკაშიც" 2017, 28 აგვისტო, 12:16 იუმორისტი და პოეტი ბაკურ სვანიძე "ფეისბუქის" გვერდიდან "გერლფრენდის" და "ბოიფრენდის"ინსტიტუტს ეხმაურება და წერს: "მაინც ვერ გავიგე რატომ ღ ი ზ ი ა ნ დ ე ბ ა ზოგიერთი "გ ე რ ლ ფ რ ე ნ დ ი ს" ან "ბ ო ი ფ რ ე ნ დ ი ს" ხსენებაზე? "არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში ასეთი ი ნ ს ტ ი ტ უ ტ ი ო!" - გაიძახიან ძალიან კ ო ნ ს ე რ ვ ა ტ ო რ ე ბ ი... მე თუ მკითხავთ, ს ა ს ა ც ი ლ ო ა! ჩვენს ქვეყანაში ასეთი "ი ნ ს ტ ი ტ უ ტ ი" უკვე დიდი ხანია არის და არც ისე ცოტა წ ყ ვ ი ლ ი ურთიერთობს ასე. '"ბოიფრენდი" და "გერლფრენდი" არაფერს ნიშნავს სხვას, გარდა იმისა, რომ გოგონას და ბიჭს უ ყ ვ ა რ თ ერთმანეთი. დიახ, უ ყ ვ ა რ თ! და არა "პროსტა" სექსაობენ! უბრალოდ, მათ სქესობრივი კავშირიც აქვთ ოღონდ ოფიციალური ქ ო რ წ ი ნ ე ბ ი ს გარეშე! წელიწადში სამჯერ რომ კაცს ან ქალს იცვლიან, მაგას არ ჰქვია "ბოიფრენდი" და "გერლფრენდი". ეგ ბ ო ზ ო ბ ა ა, აქაც და ა მ ე რ ი კ ა შ ი ც! "ბოიფრენდის" და "გერლფრედის" წყვილს ერთმანეთი უ ყ ვ ა რ ს! განა უბრალოდ ე რ თ ო ბ ი ა ნ სექსით, არამედ, ვიმეორებ - გერლფრენდს და ბოიფრენდს ერთმანეთი უყვართ და ფაქტობორვად ცოლ-ქმარივით არიან. მათი ურთიერთობა წ ლ ე ბ ი გრძელდება და ამ წლების განმავლობაში ს ხ ვ ა ს თ ა ნ არავისთან ურთიერთობენ! და მე ასეთი არაერთი წყვილი ვიცი საქართველოში 80-ან, 90-ან წლებშიც კი! ნუ, ახლა თქვენ თუ ს ა ე ხ ლ წ ო დ ე ბ ა გაღიზიანებთ, ეგ სხვა ამბავია! დაარქვით მაშინ სხვა სახელი და ეგაა... თორემ თავად ეს "ინსტიტუტი"ვიმეო" ახლა კი ბოიფრენდი(გერლფრენდის)ოფიციალურ განმარტებას შემოგთავაზებთ ინგლისურენოვანი "ვიკიპედიიდან" მეგობარი(მეგობარ-ნაცნობი), კომპანიონი, ძირითადად ხანმოკლე ურთიერთობაზე აგებული პლატონური, რომანტიული ან სექსუალური ურთიერთობა;ტერმინი ქმარი, ცოლი, პარტნიორი(husband, Wife, partner) გამოიყენება უფრო ხანგრძლივი ურთიერთობების დროს. Boyfriend/Girlfriend-ს აგრეთვე უწოდებენ საქმროს(საცოლეს) ან შეყვარებულს ტერმინი ინდივიდუალურია სხვადასხვა ადამიანებისთვის; ხოლო მათ შორის განსხვავება სუბიექტური. როგორ გამოიყენებ ტერმინს, საბოლოოდ განისაზღვრება ადამიანის პირადი შეხედულებით. სიტყვა პირველად დამკვიდრდა გასული საუკუნის 20-იან წლებში აშშ-ში, როდესაც მამაკაცები მარტოხელა ქალებს სტუმრობდნენ საარშიყოდ, სწორედ მაშინ დასრულდა "ჯენტლმენობის" ეპოქა, რომელიც აშშ-ს სამოქალაქო ომის პერიოდიდან მოსდევდა და დაიწყო ქალ-ვაჟის ურთიერთობის ახალი ეტაპი. 563 8-ს მოსწონს 1-ს არა
|