x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138467
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512101
10 რამ, რაც სწრაფი კვების რესტორნებზე აუცილებლად უნდა იცოდეთ
ყველა ადამიანმა იცის, რას ნიშნავს სწრაფი კვება. თანამედროვე ცხოვრების ტემპი საქმიან ხალხს სწრაფი კვების რესტორნებისკენ უბიძგებს, თუმცა, გირჩევთ ასეთი საკვები დიდი დოზით არ მიიღოთ.


1. კარტოფილი ფრი შეიცავს 19 ინგრედიენტს

პირველი ძირითადი ინგრედიენტი კარტოფილია, დანარჩენი კი - დანამატები, რაც საკვებს მავნეს ხდის.

image



2. სულაც არ არის კარგი გადაწყვეტილება, დილაადრიან ეწვიოთ სწრაფი კვების რესტორანს

დილით, როცა რესტორანი იღება, სამზარეულოს შხამიანი ქიმიკატებით წმენდენ, გამორიცხული არაა, ის თქვენს საკვებზეც მოხვდეს.

image


3. დღეს სწრაფი კვების საჭმელები უფრო კალორიულია, ვიდრე 30 წლის წინ იყო

ჩვენი საყვარელი საკვების პორცია გაიზარდა, გაიზარდა კალორიებიც. მაგალითად, ჩიზბურგერი დღეს 75%-ით მეტ კალორიას შეიცავს, ვიდრე 1980 წელს იყო. 2 წლის წინ კარტოფილი ფრი ნაკლებად კალორიული იყო. პიცაც 70%-ით უფრო კალორიული გახდა.

image


4. შაქრის ნორმა მილქშეიქში დღიურ ნორმას 2-3-ჯერ სცდება

მილქშეიქი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია, განსაკუთრებით - ზაფხულში. თუმცა, უნდა იცოდეთ, რომ შაქრის დღიური ნორმა 1-2 ოზია, მილქშეიქში კი 3 ოზს ვხვდებით.

image


5. ყველაფერი უფრო გემრიელია, როცა ხელით ჭამთ

იცით, რატომ არ არის დანა-ჩანგალი სწრაფი კვების რესტორნებში? ერთ-ერთი პასუხი ასეთია: როცა ადამიანი ხელით ჭამს, მას საკვები უფრო გემრიელი ეჩვენება და, მაშასადამე, მეტს ითხოვს.

image


6. გაზიანი სასმლის ჩამოსასხმელი

გაზიანი სასმლის ჩამოსასხმელებზე ბაქტერიები ძნელი მოსაშორებელია, რადგან შაქრიანი გარემო მათთვის კარგ პირობას ქმნის. წარმოიდგინეთ, რამდენი ბაქტერია იქნება გაუწმინდავ სამზარეულოში.

image


7. კოკა-კოლა ჩაიზე იაფია, რადგან ის მადას აღვიძებს

როგორც წესი, სწრაფი კვების რესტორნებში გაზიანი სასმელები ჩაიზე იაფია. ეს იმიტომ, რომ ის წყურვილს არ აქრობს და მომხმარებელიც მეტს და მეტს ყიდულობს, ასევე, კოკა-კოლა მადასაც აღვიძებს.

image


8. სუნი სამზარეულოდან მარკეტინგული ხრიკია

სწრაფი კვების რესტორანთან ჩავლისას, ძნელია, არ იგრძნოთ საჭმლის მიმზიდველი სუნი. ეს სპეციალურად ხდება. ზოგი რესტორანი ცდილობს, დარწმუნდეს იმაში, რომ საჭმლის სუნი გარეთ აღწევს, ზოგიც გამიზნულად ტოვებს კარს ღიას.

image


9. თუ უფრო ნატურალური კარტოფილი გინდათ, შეუკვეთეთ ის მარილის გარეშე

როცა კერძებს ამზადებენ, კარტოფილსაც მაშინ ამარილებენ. თუ უმარილო ფრის მოითხოვთ, მომსახურე პერსონალი იძულებული იქნება, ახალი მოგცეთ.

image


10. საუკეთესო დრო სწრაფი კვებისთვის

საუკეთესო დრო სწრაფი კვების რესტორნებში წასასვლელად ე.წ. პიკის საათებია (ღამის 11-დან პირველ საათამდე ან საღამოს 6-დან 8 საათამდე). ამ დროს მაგიდის დაკავება ადვილი არ არის, მაგრამ ეს ის საათებია, როცა ახალი პროდუქტი მზადდება.

image

0
384
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
384
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0