ქალი და მამაკაცი ეტლზე მიჯაჭვულმა მარტოხელა დედამ სიყვარული იპოვა 2017, 27 აგვისტო, 13:18 ეს ამბავი უფრო კეთილ ზღაპარს მოგვაგონებს, მისი ისტორია კი ტრაგიკულად იწყება.ინსულტის გადატანის შემდეგ 37 წლის რიონა კელი პარალიზებული დარჩა და ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა.
ამის შემდეგ რიონა ქმარმა მიატოვა ოთხ შვილთან ერთად, ქალი შვილების გამო სასოწარკვეთაში არ ჩავარდა, მოიკრიბა ძალები და არ დანებდა ავადმყოფობას.
მის ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია, იგი არა მარტო ფეხზე დადგა არამედ იპოვა ახალი სიყვარული. ოთხი შვილის დედა, ჯერ კიდევ საავადმყოფოში იწვა, როდესაც ქმარმა მომენტალურად მიატოვა, შემდეგ კი გაიცნო მამაკაცი, რომელიც მისი პირადი მწვრთნელი გახდა და დაეხმარა ფეხზე წამოდგომაში. 37 წლის რიონას 2015 წლის მარტში ინსულტის შემდეგ პარალიზებული ჰქონდა სხეულის მარცხენა ნაწილი, ექიმებმა განაცხადეს, რომ იგი შესაძლოა ვერასოდეს დადგეს ფეხზე, ამას ისიც დაემატა, რომ ინსულტიდან მე-5 დღეს ქმარმა 14 წლიანი ქორწინების შემდეგ რიონა მიატოვა და გაყრის პროცესი წამოიწყო. ქალი სასოწარკვეთილი იყო, მაგრამ ორი წლის შემდეგ იგი სრულყოფილ ცხოვრებას ნელ-ნელა უბრუნდება თავის ახალი რჩეულის და მწვრთნელის, ყოფილი რაგბისტის 35 წლის კიტ მეისონის მეოხებით. ამჟამად რიონა სახლში დამოუკიდებლად გადაადგილდება, ყავარჯნებს მხოლოდ ქუჩაში გასვლის დროს იყენებს, ეტლს შორეული მგზავრობის დროს ხმარობს. რიონა და კიტი ერთად 5 შვილს ზრდიან: 16 წლის ლეარნს, 11 წლის კალებას, 9 წლის იზაბელას, 5 წლის ლოგანს და კიტის ქალიშვილს პირველი ქორწინებიდან, ასევე 5 წლის კიტს. "ინსულტიდან მეხუთე დღეს ექიმებმა განმიცხადეს, რომ რეაბილიტაციას ექვსი თვიდან ერთი წლამდე დრო დასჭირდებოდა, იმ მომენეტში დანებებას ვაპირებდი, მაგრამ ბავშვების გამო გადავწყვიტე, რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი.მაშინ დავწერე ჩემს "ფეისბუქის" გვერდზე, რომ ვეძებდი პერსონალურ მწვრთნელს, მეგობრებმა კიტი მირჩიეს"-აღნიშნა რიონამ. "კურსის დამთავრების შემდეგ კიტთან ურთიერთობა გავაგრძელე, ის რეგულარულად ინტერესდებოდა, თუ როგორ მიდოდა ჩემი მკურნალობის კურსი, აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც, უკვე 11 თვეა ერთად ვცხოვრობთ, ბავშვებს მოსწონთ კიტი, ახლა უკვე ვგრძნობ, რომ ის ცხოვრება მაქვს, რომელსაც ვიმსახურებ"-დასძინა რიონამ. "კიტთან კურსის გავლის შემდეგ აღმოვაჩინე იაფი კაბინეტი ფიზიოთერაპიისთვის, რადგან მწვრთნელთან ვარჯიშის გადასახდელი ფული არ მქონდა, მაგრამ ერთ დღეს მან დამირეკა და ყავაზე დამპატიჟა. ვერ დავიჯერე, რომ ასეთი სიმპატიურ მამაკაცს, რაგბისტს, უნარშეზღუდულ ადამიანთან შეხვედრა სურდა."-იხსენებს რიონი კიტთან ურთიერთობის დასაწყისს. 2241 6-ს მოსწონს 1-ს არა
|