ქალი და მამაკაცი ქუთაისელი მზეთუნახავი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე პირველი სიყვარულის ერთგული დარჩა 22 აპრილი, 13:08 ![]() ![]() ისტორია დუმს, თუ რატომ არ შედგა მათი ურთიერთობა, ერთი ისაა ცნობილი, რომ დავით მიქელაძე (1843-1918)ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ 1863 წელს მიემგზავრება სანკტ-პეტერბურგში სასწავლებლად, იქვე დაარსა სტამბა ვ. თულაშვილთან ერთად, სადაც იბეჭდებოდა ქართული ჟურნალ–გაზეთები, ხოლო იქიდან დაბრუნების შემდეგ 1870 წელს პარიზში გაემგზავრა სასწავლებლად. უცხოეთში მყოფი, მოწმე და ერთგვარი მონაწილეც გახდა მსოფლიო–ისტორიული მნიშვნელობის მოვლენებისა, რომელთა ცენტრში იყო პარიზის კომუნა და მისი გამოძახილი. 1886 წლიდან თანამშრომლობდა „ივერიაში“. 1899 წელს აკაკის „კრებულის“ მეორე ნომერში დაიბეჭდა მისი ოთხმოქმედებიანი დრამა „ხაფანგი“. 1900 წლიდან მუშაობდა შავი ქვის მრეწველთა საბჭოში. 1908 წელს თარგმნა და წიგნად გამოსცა ლევ ტოლსტოის ხუთმოქმედებიანი დრამა „მეუფება წყვდიადისა“, რომელიც შემდეგ ქართულ სცენაზე დაიდგა. 1910-1916 წლებში ქუათისის საადგილმამულო ბანკის დირექტორი იყო. ![]() ფოტოები ეროვნული არქივიდან 687 3-ს მოსწონს
|