x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139025
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
რაჭა

image

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

ადრეულ პერიოდში რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომელიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ - მაზრას.


ვახუშტი ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ს მიხედვით, რაჭის მხარეს სხვადასხვა დროს განაგებდა რამდენიმე თავადური საგვარეულო: წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე, ლაშხისშვილი.

2
56
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ლუხუტაშვილი
ნინო ლუხუტაშვილი
56
  
2017, 26 აგვისტო, 13:49
გვანცა რაჭა ნამდვილად ულამაზესია შევეცდები ყველა ინფორმაცია გაგიზაროთ
2017, 26 აგვისტო, 13:34
ჩემი საყვარელი მხარე!
0 1 2